სხვა ქალი, რომელსაც საკუთარი სურათის გამოქვეყნების შემდეგ აფრიკაში შესვლა აუკრძალეს 2013, 16 ნოემბერი, 21:37 ცნობილმა ტელეწამყვანმა თავისი სურათი ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა. სულ რამდენიმე საათში მოვიდა ონლაინ-პეტიცია, რომლითაც მას უნდა აეკრძალოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთოდ ოდესმე შესვლა.
სურათზე ასახულია მელისა ბაჰმანი, რომელსაც ხელში სანადირო თოფი უჭირავს და გაღიმებული სახით თავს დასდგომია მკვდარ ძუ ლომს. ქვემოთ კი არის მინაწერები, სადაც ლაპარაკია აფრიკაში ნადირობაზე. ამ მინაწერებმა საოცარი რეაქცია გამოიწვია ტვიტერის მომხმარებელთა შორის. პეტიციის ავტორი კი იყო კეიპტაუნის მცხოვრები ელენ ბერმანი. პეტიციის გამოქვეყნების დროს, ელენს წარმოდგენილი ჰქონდა 5435 ხელმოწერა. "ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებას"-წერს ბერმანი. ბევრი ხელმომწერი მელისას მიმართ უარყოფით კომენტარებს არ იშურებს.
აფრიკული ლომი ითვლება იშვიათ სახეობად. მათი რიცხვი თანდათან მცირდება, რადგან მოსახლეობასთან შეტაკებისას ბევრი მათგანი ისედაც იხოცება. ლომებზე ნადირობა ზოგიერთ ქვეყნებში ნებადართულია, მათ შორის სამხრეთ აფრიკაშიც, სადაც გადაღებული აქვს კიდეც სურათები მელისა ბაჰმანს.
მელისა ამბობს, რომ ის ბავშვობიდან ნადირობს. კრიტიკოსები კი მას უსულგულოს ეძახიან. ბაჰმანს თავის ბლოგზე სხვა სურათებიც აქვს გამოქვეყნებული. სადაც ის აღბეჭდილია სხვადასხვა ნანადირევთან ერთად. ეს ნანადირევი კი ულამაზესი ცხოველებია. ამის მნახველი ხალხი კი უფრო და უფრო აღშფოთდა და მის საწინააღმდეგოდ ხელმომწერთა რიცხვმა 24 საათში 13 000 შეადგინა.
გთავაზობთ ამ სურათებს: 1323 5-ს მოსწონს 3-ს არა |
როგორი სიხარულით კლავს თანამედროვე იარაღით ალიგატორებს.
რას ერჩის? არაფერს, უბრალოდ ერთობა!
ამ გოგოს არხიც შეგიძლიათ ნახოთ:
http://www.youtube.com/user/melissabachman
როცა გარეული ცხოველის მოკვლის სასიცოცხლო საჭიროება არ არის, და გართობისთვის და სპორტული ჟინისთვის ნადირობ, ბუნება ნადგურდება.
ბუნება რომ არ ეცოდება ბევრს, ამის შედეგს უკვე დღევანდელი თაობა გადაიტანს თავის თავზე.