x
image
worldsport.ge
19-წლამდელები: საქართველო - მოლდოვა 2:0

imageმიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დამთავრდა. ქართველმა ჭაბუკებმა მოლდოველ თანატოლებს უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. ჩვენებურებმა ორივე ბურთი შეხვედრის დებიუტში გაიტანეს. ანგარიში მე-4 წუთზე ლუკა კიკაბიძემ გახსნა, 4 წუთში კი გიორგი აბურჯანიამ მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან.
ამრიგად, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, მე-11 საკვალიფიკაციო ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი (2 მატჩიდან 6 ქულა) მოაგროვეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 18 ნოემბერს ჰოლანდიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრებმა მოლდოველთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (46, გოროზია), კიკაბიძე (61, კერძევაძე), თევზაძე, ჯიქია, ზარანდია


www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0