სხვა ცხრა წლის ბავშვი შიმშილისგან გარდაცვლილი იპოვეს 2013, 14 ნოემბერი, 23:35
ფერმერმა, რომელიც თავის მამა-პაპისეულ მიწას ამუშავებდა, აღმოაჩინა პატარა ბავშვის ჩონჩხი. ეს იყო მცირეწლოვანი, რომელიც სავარაუდოდ 3500 წლის წინ შიმშილით გარდაიცვალა. გამოკვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ის იყო ცხრიდან თორმეტ წლამდე ასაკის და იყო განუვითარებელი. ჩოჩხი იპოვეს 2012 წლის აპრილში. ძვლები იყო აღმოჩენილი ქვის ყუთში, როგორებშიც ასაფლავებდნენ ძველად შოტლანდიაში. ეს იყო ბრინჯაოს ხანის სამარხები. ფერმერი შოკში იყო. ის უკვე 10 წელია, ამ მიწას ამუშავებს. მანამდე კი მისი მამა მუშაობდა იქ მთელი სიცოცხლე. ამბობს, რომ ეს ქვა რაღაც სხვანაირი იყო. რომ გადაწია, შიგნით ჩონჩხი აღმოჩნდა. ფერმერი, რომლის სახელია ჯოკ მაკმასტერი, მაშინვე პოლიციაში გაიქცა და მოითხოვა არქეოლოგების მოყვანა, რადგან მიხვდა, რომ საქმე ეხებოდა უძველესი სამარხების ნიმუშს. არქეოლოგი ბ-ნი ბეილი გვიყვება, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ ნებართვის გამოთხოვა გამოკვლევებზე და როცა მიიღეს, დაადგინეს, რომ პატარა შიმშილითაა გარდაცვლილი, რადგან მისი ძვლები განუვითარებელია თანაც ეს იყო ხანგძლივი შიმშილობის კვალი. 115 2-ს მოსწონს 1-ს არა
|