სხვა საოცარი ორთაბრძოლა ნიანგთან გოლფის მოედანზე 2013, 13 ნოემბერი, 0:59
ორი შვილის მამა მხოლოდ მეგობრების სიმარჯვემ იხსნა. მეგობარი გვიყვება, რომ უზარმაზარი ნიანგი მას ჯერ სათამაშო ეგონა. როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე იქვე მდგომ საბავშვო ეტლს ეცა და ნიანგისკენ გაექანა. ის რამდენჯერმე დაეჯახა მხეცს და კბილები გააშვებინა. როგორც კი ოდნავ გააღებინეს პირი, მაშინვე გამოგლიჯეს. დუგი საავადმყოფოში გააქანეს. მას გადაგლეჯილი ჰქონდა ფეხის კუნთები. გაუკერეს დაგლეჯილი ადგილები. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას. ბატონი ტომსონი ამ ბოლო თვეების მანძილზე მეორეა, ვინც ნიანგის თავდასხმა იგემა.წინა თავდასხმაც ამავე მოედანზე მოხდა. 50 წლის ედვარდიც გოლფს თამაშობდა. ბუჩქებში შეყო ხელი ბურთისთვის და ხელის ორი თითი დაკარგა. მასაც გამოეკიდა ნიანგი და მეგობარმა იხსნა. მან ნიანგს რკინის ნაჭერი ჩაარტყა და თავი გაუხეთქა. ამჯერად კი ჩვენი "თეძოჭამია" რეპტილია უვნები გადარჩა. 26 3-ს მოსწონს 1-ს არა
|