x
image
t.x.
საოცარი ორთაბრძოლა ნიანგთან გოლფის მოედანზე

imageამას ნამდვილად გამართლება ჰქვია. საოცრებაა, მაგრამ ნიანგის ასეთი თავდასხმის შემდეგ იშვიათად გადარჩენილან ცოცხალი. 58 წლის ბრიტანელი(გლაზგოდან) დუგი ტომსონი მეგობრის ქორწილისთვის ჩავიდა. წინა დღეს მეგობრებს გოლფს ეთამაშებოდა, როცა ნიანგი თავს დაესხა. მექსიკაში, კანკუნში ერთ-ერთ კლუბში გოლფის თამაშით გართულებს უეცრად ისე მიეპარათ ნიანგი, რომ ვერც კი გაიგეს საიდან გაჩნდა. ის დუგის თეძოში ეცა. დუგი გვიყვება: "ჩემი ბურთი ხშირი ბუჩქებისკენ გაგორდა. მე არც კი ვიცოდი რომ ბუჩქების იქით წყალი იყო. ბურთი გავუშვი და მიწაზე დავჯექი, უცებ გავიგონე სუსტი ხმაური და იმ წამშივე გავინახე როგორ მკბენდა ნიანგი თეძოზე. ტკივილი საერთოდ არ მიგვრძვნია, იმიტომ რომ ეს საშინელი შოკი იყო ჩემთვის".

ორი შვილის მამა მხოლოდ მეგობრების სიმარჯვემ იხსნა. მეგობარი გვიყვება, რომ უზარმაზარი ნიანგი მას ჯერ სათამაშო ეგონა. როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე იქვე მდგომ საბავშვო ეტლს ეცა და ნიანგისკენ გაექანა. ის რამდენჯერმე დაეჯახა მხეცს და კბილები გააშვებინა. როგორც კი ოდნავ გააღებინეს პირი, მაშინვე გამოგლიჯეს. დუგი საავადმყოფოში გააქანეს. მას გადაგლეჯილი ჰქონდა ფეხის კუნთები. გაუკერეს დაგლეჯილი ადგილები. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას.

ბატონი ტომსონი ამ ბოლო თვეების მანძილზე მეორეა, ვინც ნიანგის თავდასხმა იგემა.წინა თავდასხმაც ამავე მოედანზე მოხდა. 50 წლის ედვარდიც გოლფს თამაშობდა. ბუჩქებში შეყო ხელი ბურთისთვის და ხელის ორი თითი დაკარგა. მასაც გამოეკიდა ნიანგი და მეგობარმა იხსნა. მან ნიანგს რკინის ნაჭერი ჩაარტყა და თავი გაუხეთქა. ამჯერად კი ჩვენი "თეძოჭამია" რეპტილია უვნები გადარჩა.

0
26
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0