ნამცხვრები მარტივი და უგემრიელესი ორცხობილა "ტრიუფელი" 2013, 13 ნოემბერი, 11:43 "ტრიუფელი" ჩემი ბავშვობის საყვარელი ორცხობილაა. ამიტომ გადავწყვიტე შემოგთავაზოთ მისი ძალიან მარტივი რეცეპტი. სცადეთ, და დამერწმუნეთ, ეს უგემრიელესი ტკბილეული თქვენს გულებს ნამდვილად მოინადირებს. ინგრედიენტები ცომისთვის: 200 გ. კარაქი ან მარგარინი; 2 ჩ.ჭ. ფქვილი; 1 კვერცხი; 2 ს.კ. შაქარი; ვანილი ინგრედიენტები ამოსავლები ფხვნილისთვის: 10 ს.კ. შაქრის პუდრი; 2 ჩ.კ. კაკაო 1 ჩ.კ. ხსნადი ყავის ფხვნილი (სურვილის შემთხვევაში) მომზადება: მარგარინი ავკეპოთ ფქვილთან ერთად. დავუმატოთ კვრცხი, შაქარი და ვანილი. მოვზილოთ ცომი, გავაკეთოთ ბურთულები და გამოვაცხოთ. ცხელივე ამოვავლოთ ფხვნილში. 652 5-ს მოსწონს
|