სხვა შოკისმომგვრელი ისტორია.ერთგული ძაღლი. 2013, 12 ნოემბერი, 10:03 ოჯახში ბავშვი დაიბადა და ძაღლი რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამ ოჯახში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა პატრონი, ეჭვიანობდა პატარაზე.რადგან გრძნობდა რომ პატრონების მთელი ყურადღება და სიყვარული ამ პატარას მიმართ იყო მიპყრობილი და მისთვის ძველებურად ვეღარ იცლიდნენ.ამას მისი პატრონებიც გრძნობდნენ და უსიტყვოდ უგებდნენ კიდეც. ერთ საღამოს მამამ დაინახა როგორ მოარბენინებდა ოთახიდან, ბავშვის სისხლიან სახვევს ძაღლი და თავადაც ტუჩები სისხლით ქონდა მოსვრილი.აღშფოთდა მის ამგვარ საქციელზე კაცი.იფიქრა ნამდვილად ბავშვს დაუშავა რამეო. იმიტომ არის ეს საფენიც სისხლიანიო და არც კი დაფიქრებულა, გაბრაზებულმა აიღო თოფი და იქვე სული გააფრთხობინა საწყალ ძაღლს, რომელიც ამდენი წელი ერთგულად ემსახურებოდა ოჯახს. როცა ოთახში შევიდა, ბავშვი უვნებელი იწვა თავის საწოლში და მშვიდად ეძინა.იქვე ახლოს კი მოკლული და დასისხლიანებული გველი ეგდო.მაშინ კი მიხვდა მამა რაც ჩაიდინა, მაგრამ უკვე გვიან იყო.ძაღლი უსულოდ იწვა სისხლის გუბეში. 57 6-ს მოსწონს
|