სხვა რაც უფრო ცნობილი ხარ ადამიანი,უფრო მეტი ჭორები დადის შენზე. 2013, 10 ნოემბერი, 20:39 ვისაც კი ენის განძრევა არ ეზარება, ყველა ცნობილი პრიმადონას-ალლა პუგაჩევას ოჯახის დანგრევაზე ლაპარაკობს.შეიძლება მათი დაშორება იქცეს ამ წელს ყველაზე დიდ მოვლენად რუსეთის შოუ ბიზნეში. ამ დაშორების მიზეზად ასახელებენ მაქსიმის ღალატს.წყვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ამაზე.გამორიცხული არ არის რომ საქმე მარტო გალკინის ღალატში არ იყოს.ამ ბოლო დროს პრიმადონას და კირკოროვის გზები თითქოს გადაიკვეთა.ხშირად ხედავენ იქ სადაც რუსული ესტრადის მეფე ფილიპ კირკოროვი ცხოვრობს. ის ფაქტი რომ ალლასა და ფილიპს შორის კარგი ურთიერთობაა, ეს ადრევე ცნობილი იყო.იმ დროს როცა მაქსიმს კინოში იღებენ, კირკოროვი არათუ ხვდება პუგაჩევას, არამედ ზრუნავს კიდეც მასზე.ცოტა ხნის წინ ის დაბრუნდა საბერძნეთიდან, სადაც თავის შვილებთან ერთად ისვენებდა.გაიგო თავისი ყოფილი მეუღლის შეუძლოდ ყოფნა და ძვირადღირებული წამალიც კი ჩამოუტანა. მეორეს მხრივ კი პრესა და ტელევიზია აჭრელებულია იმ ინფორმაციით, რომ მაქსიმსა და გალკინს სუროგატი დედის დახმარებით ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლიზა და გარი უწოდეს.სუროგატი დედის ვინაობა და ბავშვების დაბადების თარიღი არ ვრცელდება. წყვილს დიდიხანია უნდოდათ ბავშვები რომ ყოლოდათ.ისინი მართალია 2011 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ურთიერთობა 2001 წლიდან ქონდათ.მათ აირჩიეს მოსკოვის პერინატალური მედიცინის ცენტრი“დედა და შვილები".ოცნების ასრულებაში მათ დაეხმარათ ამ ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ქვეყნის საუკეთესო გინეკოლოგი მარკ კურცერი.იმის შესახებ რომ პუგაჩევა და გალკინი მშობლები გახდებოდნენ, ეს მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ.ხოლო როცა პატარები დაიბადნენ, უკვე ყველა ნაცნობმა და მეგობარმა გაიგო. ალბათ ეს პატარები შეძლებენ რომ ოჯახში ჰარმონია და სიყვარული დაამყარონ და მათ ურთიერთობას სახრთხე არ შეექმნას. 31 6-ს მოსწონს
|