x
image
რუსუდან ბერიძე
შენ განსაკუთრებული ხარ და ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს!
image

ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა თავისი სემინარი ფსიქოლოგიაში ასე დაიწყო:აიღო ხელში 500 მანეთიანი(რუსული)კუპიურა და კითხა დარბაზში მყოფ 200 კაცს, ხელი აეწია ვისაც სურდა მიეღოო ეს კუპიურა.დარბაზში მყოფმა მსმენელებმა ერთდროულად ასწიეს ხელი.

–ვიდრე რომელიმე თქვენგანი მიიღებდეს ამ კუპიურას, მიყურეთ რა ვქნა?–თქვა ფსიქოლოგმა.აიღო კუპიურა და სულ დაჭმუჭნა ხელით.ისევ დაუსვა დარბაზს კითქვა, ვის სურდა უკვე დაჭმუჭნილი კუპიურა.ისევ ყველამ ასწია ხელი.შემდეგ აიღო და ეს კუპიურა ჭუჭყიან იატაკზე დააგდო და ზედ ჭუჭყიანი და სველძირიანი ფეხსაცმელებით “შედგა".შემდეგ აიღო ჭუჭყიანი, სველი და დაჭმუჭნილი კუპიურა და ისევ ის კითხვა დასვა.მაინც შეთანხმებულივით დარბაზმა ხელი ასწია.

–ძვირფასო მეგობრებო-მიმართა დარბაზში მსხდომთ ფსიქოლოგმა.ახლა თქვენ იხილეთ ღირებული გაკვეთილი.მიუხედავათ იმისა მე როგორ მოვექეცი ამ კუპიურას, თქვენ ყველას გინდოდათ მისი მიღება.იმიტომ რომ მას არ დაუკარგავს თავისი ფასი.ის მაინც კუპიურაა 500 მანეთის ღირებულების.


ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება, როცა ჩვენ აღმოვჩნდებით უნაგირიდან ჩამოგდებული.იატაკზე დაგდებული.გათელილი და ზოგჯერ ყელამდე ნაგავში ჩაფლულიც.ეს რალობაა ჩვენი ცხოვრების...ამ დროს ჩვენ არარაობად მიგვაჩნია თავი.

მაგრამ მთავარი ის არაა, რა მოხდა ან რა მოხდება მომავალში.შენ არასდროს დაკარგავ შენს ღირებულებას.ბინძური ხარ შენ თუ სუფთა, დეპრესიული ხარ თუ ნერვიული, შენ ყოველთვის ძვირფასი იქნები მათთვის, ვისაც შენ მართლა უყვარხარ.

ჩვენი ფასი განისაზღვრება არა იმით ჩვენ რას ვაკეთებთ, ან ვისი ნაცნობი ვართ, არამედ იმით, როგორი ვართ ჩვენ.

შენ განსაკუთრებული ხარ და არ დაივიწყო ეს არასოდეს!




















0
292
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0