სხვა საშინელება, რომელიც დედამიწას არ მოსწრებია– "გაასწარი, სანამ შეგიძლია". მაგრამ სად?(+ ფოტოგალერეა) 2013, 9 ნოემბერი, 15:07
პოპულარული ტურისტული რეგიონის სებუს გუბერნატორის თქმით მდგომარეობა საგანგაშოა, გადაუღებელი თავსხმა წვიმა არ ჩედება დღისა და ღამის განმავლობაში. ლოცვის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია... გაფიქრებაც არ გვინდა რაც შეიძლება მოხდეს, - მოსალოდნელია ხალხის და საქონლის დაღუპვა. აქ უკვე 4 ადამიანია მკვდარი სამს დენმა დაარტყა, ხოლო ერთს მეხი დაეცა. ხელისუფლება იუწყება, რომ 12 მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშაა. 125 ათასი უკვე ევაკუირებულია სხვადასხვა სოფლებში. ქარიშხალმა ყველაზე მეტად დააზარალა შარშანდელი მიწისძვრის შემდეგ კარვებში მცხოვრები ერთხელ უკვე უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა. ელოდებიან მსხვერპლის ზრდას იმ რეგიონებიდან, საიდანაც კავშირი შეწყვეტილია. ამ დროისთვის სულ ევაკუირებულია 800 000 ადამიანი. გთავაზობთ შემზარავ სურათებს, რომელზეც გამოსახულ ხალხს სახეზე აწერია: "გაასწარი თუ შეგიძლია". 90 5-ს მოსწონს
|