x
image
t.x.
ძაღლმა 4 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა - "ის პატარას ნაჭრის თოჯინასავით იქნევდა"
image"ძაღლს პაწია გოგონა კბილებით ჩაებღუჯა და ნაჭრის თოჯინასავით აქეთ-იქით იქნევდა" - ამბობს დედა, რომელმაც ნახა, როგორ გლეჯდა მხეცი მის ოთხი წლის ქალიშვილს.

პატარა იმ დღეს სახლში იყო და ავადმყოფობის გამო ლოგინში იწვა. გამხეცებული ძაღლი კი ზევიდან დაახტა. ლეკსი ბრენსონის დედა, ჯოდი ჰადსონი ძაღლს მივარდა, მაგრამ ვერ მოაშორა და იძულებული გახდა თავში ჩაერტყა, რომ პირი გაეღებინებინა. შედეგი ამანაც ვერ გამოიღო, ძაღლი უფრო გაავდა დედა კი სამზარეულოში შევარდა და დანა გამოიტანა, რომლითაც ცხოველი ნაკუწებად აქცია.image

30 წლის ჯოდი ქუჩაში დარბოდა, ყვიროდა და შველას ითხოვდა, ის სულ სისხლში იყო მოსვრილი. შეტაკების შემდეგ ის შოკში იყო - ამბობენ მეზობლები.image

ლეკსლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. "ის დაბადებიდანვე სიცოცხლისათვის იბრძოდა, ჯერ სამი თვით ადრე დაიბადა და გადარჩენა გაუჭირდა, ახლა კი სულ დავკარგეთ. ის ჩვენი მოციმციმე ვარსკვლავი იყო"- გვიყვება ლეკსლის ბებია.


სავარაუდოდ ძაღლი შეშინებული იყო სახლის მეზობლად გაშვებული ფეიერვერკების გამო. მეზობლები ძაღლს მოიხსენიებენ როგორც "პიდბულს", მაგრამ პოლიციის განცხადებით, ის არ ეკუთვნოდა აგრესიული ჯიშის ძაღლებს, ისეთს, როგორიც პიდბულია. ახლა იკვლევენ ძაღლის ჯიშს. ძაღლი კი ბავშვის დაგლეჯის შემდეგ დედის თავდასხმის შედეგად მალევე მოკვდა.image

ლეკსლის ძალიან უყვარდა ცხოველები და ხშირად ეთამაშებოდა მათ. მეზობლის ქალიც ამბობს, რომ გოგონა ფანჯარაზე შემომსხდარ მის კატებსაც ეფერებოდა. პატარას ყველა მოიხსენიებს ისე, როგორც თბილ და საყვარელ ბავშვს.

ეს ძაღლი კი სულ ორი თვის წინ გამოიყვანეს თავშესაფრიდან. აღსანიშნავია, რომ იმავე თავშესაფრიდან გამოყვანილმა პიდბულმა რამდენიმე თვის წინ სიკვდილის პირამდე მიიყვანა 14 წლის მოზარდი.image

3
2043
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2043
  
2013, 27 ნოემბერი, 0:05
უკვე მერამდენე შემთხვევაა პიტბულის კაციჭამიობის....ჭკუა რით ვერ უნდა ისწავლოს ამ ხალხმა.... სულ სხვაა კავკასიური ნაგაზი....პოზიტიური,ჯენტლმენი,არასოდეს ერჩის ბავშვებს.....
2013, 13 ნოემბერი, 20:51
აუუ :(( საწყალი ბავშვი :'(
2013, 13 ნოემბერი, 16:02
გონებაჩლუნგი მშობლები
0 1 3