სხვა შხამიანი ობობების შემოსევა, რომლებიც ბრაზილიიდან ბანანებს შემოჰყვნენ და 2 საათში კლავენ ადამიანს 2013, 5 ნოემბერი, 21:26
მიღებულმა პასუხმა რა თქმა უნდა ძლიერ შეაშინა ქალბატონი ტეილორი. ის 29 წლისაა და 37 წლის ქმართან რიჩარდთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. წყვილს ორი ბავშვი ჰყავს. საბედნიეროდ, როცა დედამ ბანანი მოიტანა მათი ვაჟი ეზოში იყო ფეხბურთის სათამაშოდ და ხილისთვის ხელი არ მოუკიდია. გოგონა კი პატარაა. შეშინებული ოჯახი რამდენიმე დღით სახლიდან გადასახლდა. მათ სახლს კი დეზინფექცია გაუკეთეს, რადგან შესაძლებელი იყო, რომ სახლში მიმალულიყო მდედრი ობობა, რომელიც კვერცხების დადებას შეძლებდა და გამრავლდებოდა. ბანანის გამყიდველმა მაღაზიამ ოჯახს 2800 ევრო გადაუხადა მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ქალბატონი ტეილორი კი აცხადებს, რომ ბანანი ისევ ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა მის ახლოს გავლისაც კი ეშინია და მხოლოდ ქმარი იყიდის და კარგად შემოწმების შემდეგ წაიღებს სახლში. 4216 19-ს მოსწონს
|