ნამცხვრები ბეზეს ტორტი,,საოცნებო"(გასაკეთებლად მარტივი,ლამაზი და გემრიელი) 2013, 4 ნოემბერი, 21:15
ინგრედიენტები:
––––––––––––––
ფირფიტებისთვის
–––––––––––––– 130გრ–არაქისი ან კაკალი(მოხალული და დაქუცმაცებული) 5–კვერცხის ცილა. 320გრ.–შაქარი. 1 შეკვრა ვანილი. კრემისთვის: –––––––––– 220 გრ–კარაქი. 200 გრ–შაქარი. 1 კვერცხი. 120გრ–რძე. 1ს.კ–კონიაკი. 1 შეკვრა ვანილი. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ––––––––––––––––– მოვამზადოთ ბეზე:ამისათვის კვერცხის ცილას დავუმატოთ ცოტა მარილი და ვთქვიფოთ.დავამატოთ თანდათან შაქარიც და გავაგრძელოთ თქვეფა მანამ, ვიდრე ბეზე მზად არ იქნება. რომ გავიგოთ ბეზეს მომზადება დასრულდა თუ არა, თასი ფრთხილად გადმოვაბრუნოთ და ბეზე თუ არ გადმოიღვრება-ბეზეს მომზადების პროცესი დასრულებულია. მომზადებული ბეზედან ავიღოთ ერთი ს.კოვზი და მოვათავსოთ ცალკე პარკში მოსართავი ყვავილების დასაცხობათ.დანარჩენ ბეზეში ჩავამატოთ არაქისი ან კაკალი და ამ მასიდანაც ავიღოთ 1 ს.კ.თხილიანი ბეზე მოსართავად.დანარჩენი ბეზე გავყოთ 2 ნაწილად და და გამოვაცხოთ 20სმ.დიამეტრის ფორმაში–100 გრადუს ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში.თუ გვაქვს საშუალება, ორივე ფენას ერთად შევდებთ გამოსაცხობათ, თუ არა და ცალ-ცალკე.პერგამენტის ქაღალდზე ცხიმი წავუსვათ და დავსვათ ბეზეს ყვავილები, თხილიანი და უთხილო და ისიც ისევე გამოვაცხოთ როგორც ფენები.გამომცხვარი ბეზეს ფირფიტები უნდა იყოს სულ მშრალი და მსხვრევადი. უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. მოვამზადოთ შარლოტას კრემი: ––––––––––––––––––––––––– ამისათვის უნდა მოვადუღოთ კვერცხის, შაქარის და რძის სიროფი.გავაგრილოთ და შევათქვიფოთ ათქვეფილი კარაქი.დავამატოთ ვანილი. კრემიც მზადაა.1სუფრის კოვზი(თავიანი)კრემი ავიღოთ მოსართავად, რომელსაც ვურევთ 1ს.კოვზ კაკაოს.ეს დაგვჭირდება მოსართავად.ბეზეს ფირფიტები და მოსართავი ყვავილები გამოცხვა, გაცივდა და ახლა შევუდგეთ ტორტის აწყობას: ბეზეს პირველ ფენას წავუსვათ მომზადებული კრემის მესამედი.დავადოთ მეორე ფირფიტაც და წავუსვათ კრემი კარგად, ასევე გვერდებზეც.გვერდებზე მოვაყაროთ ბეზეს ნამცეცები.თავზე მოვაწყოთ ბეზეს ყვავილები და მოვრთოთ კაკაოიანი და თეთრი კრემით. დავასრულეთ ჰაეროვანი ბეზეს ტორტის მომზადება.რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას მოგეწონებათ. მიირთვით გემრიელად ჩაისთან და ყავასთან ერთად! 1131 5-ს მოსწონს 1-ს არა
|