x
image
worldsport.ge
ბარბარა გაცხარდა: გალიანი და ალეგრი შესაძლოა “მილანიდან” დაითხოვონ

imageიტალიური “მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის შვილი ბარბარა, რომელიც კლუბში დირექტორის თანამდებობას იკავებს, სიტუაციის გამოსასწორებლად მილანელთა რიგებში დიდ რეორგანიზაციას გეგმავს.
ANSA-ს ცნობით, ბარბარამ მამამისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია კლუბიდან “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი და გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაითხოვონ.imageბერლუსკონის ქალიშვილის აზრით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რადგან “მილანი” ბოლო დროს ტრანსფერებზე ფულს არამიზნობრივად ხარჯავდა და არასწორ ინვესტიციებს ანხორციელებდა. შედეგად, სერია A-ში ჩატარებული თერთმეტი ტურის შემდეგ, გუნდი 12 ქულით მე-11 ადგილზეა, 16 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას და მხოლოდ 3 ქულა აშორებს გასავარდნ მე-18 ადგილს. აღსანიშნავია, რომ 1981 წლიდან დღემდე, ეს გუნდის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია. მაშინ, 32 წლის წინ, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი სერია B-ში დაქვეითდა.image

ვარაუდობენ, რომ გალიანის გაძევების შემთხვევაში “მილანის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტს გუნდის ექს-კაპიტანი პაოლო მალდინი დაიკავებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
254
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0