x
image
natia.a
შოკოლადის ფონდანი - უგემრიელესი დესერტი, რომელიც შეცდომით დაიბადა
image

შოკოლადის ფონდანი (Fondant au chocolat) - ამერიკული მაფინის, ან კეიკის ფრანგი, "მდნარი შთამომავალია". ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ერთხელ ერთ-ერთი ფრანგული რესტორნის შეფ-პოვარის შეცდომის გამო, შოკოლადის მაფინები სათანადოდ არ გამოცხვა. უკან დასახვევი გზა აღარ იყო, სტუმრები დესერტს ელოდნენ. ფრანგები კი რისი ფრანგები არიან უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევა რომ ვერ მოახერხონ... და კლიენტებს "ჩავარდნილი" მაფინები ახალ დესერტად "მიასაღეს".

ასე დაიწყო დღეს უკვე მსოფლიოში პოპულარული და უგემრიელესი დესერტის ისტორია.


ახლა კი მის მომზადებას შემოგთავაზებთ:



ინგრედიენტები:


2 კვერცხი

80 გ. შაქარი
120 გ. შავი შოკოლადი
80 გ. კარაქი
20 გ. ფქვილი


შოკოლადი და კარაქი გავალღოთ წყნის აბაზანაზე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი გათეთრებამდე, დავაცრათ ფქვილი. შევურიოთ შოკოლადის მასა და ჩავასხათ ინდივიდუალურ ცხიმწასმულ ფორმებში. ვაცხოთ 220 გრადუსზე 10 წუთით. გავაგრილოთ და შემდეგ გადმოვიღოთ ფორმებიდან.


ასეთ ფონდანტს გარედან ხრაშუნა ქერქი აქვს, შიგნით კი თხევადია.


სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც ცალკე, ასევე ვანილის ნაყინთან ან კენკრის ჯემთან ერთად.



imageimageimageimage






6
857
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
857
  
2013, 3 ნოემბერი, 22:29
ფონდანტი სხვა რამე ვიცოდი, მარციპანის მსგავსი მასალაა, რომელსაც ტორტებს ზემოდან ვაკრავ. ეს რაღაც ახალია. ისე ბრაუნიც არ უნდა იყოს შიგნით ძალიან გამომცხვარი, ცოტა რბილი უნდა დარჩეს, უფრო სწორად, სანამ თბილია ბრაუნი, მანამდე თხევადია ეს მასა გულში. როცა ცივდება, შოკოლადიც მყარდება და უკვე გულიც მაგრდება.
2013, 3 ნოემბერი, 22:25
ინგრედიენტები იგივეა, მაგრამ, როგორც ვხვდები, განსხვავებულია პროპორციები და ცხობის დრო. ფონდანი შიგნიდან თხევადია (ყოველ შემთხვევაში, სათანადოდ გაკეთებული ასეთი უნდა იყოს), ბრაუნი - არა. მოკლედ, ცოტა დიდხანს თუ დაგრჩა ღუმელში ფონდანის მაგივრად ბრაუნს გამოიღებ:)))
2013, 3 ნოემბერი, 20:14
გემრიელია ძალიან ნაყინთან ერთად. ბრაუნი ჰქვია უფრო მეტ შემთხვევაში.:)
2013, 2 ნოემბერი, 23:58
არ ვიცი რაა :D გავნგრევ ფსიქოლოგიურად :D :D :D
2013, 2 ნოემბერი, 23:56
ისე მართალია, ამ შუაღამეზე რა მეშოკოლადებოდა:))
2013, 2 ნოემბერი, 23:52
მოკლედ ამ დროს იცი ხოლმე რაა :) ეხლა ეგ გვინდოდა? :D გამგუდა ნერწყვმა :D
0 1 6