x
image
t.x.
ბავშვი ფანჯრიდან გადმოხტა. მშობლები აცხადებენ: მასწავლებელმა აიძულა ჩვენი შვილი, რომ თავი მოეკლა
imageათი წლის მეხუთე კლასელი ბიჭი ფანჯრიდან გადმოხტა. მიზეზი კი ის იყო, რომ დავალების შესრულება ვერ შეძლო. ბავშვს მასწავლებელმა დავალებად მისცა დაეწერა 1000 სიმბოლოსგან შედგენილი თხზულება. თხზულება ბოდიშის მოსახდელი წერილი უნდა ყოფილიყო, რომელიც გაკვეთილზე საუბრის გამო დაიმსახურა.

პატარა ჩინელი ბიჭის სახელია: ჯუნ ჯუნ. ის ოცდამეათე სართულიდან გადმოხტა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო დაეწერა კრიტიკული წერილი თავის თავზე. მისმა მშობლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია მასწავლებლის მიმართ, რომ ის უკიდურესად ცუდად ექცეოდა მოსწავლეებს და ახდენდა მათზე ზეწოლას.

მეზობლები ამბობენ, რომ 30 წლის მასწავლებელმა უთხრა ბავშვს ფანჯრიდან გადამხტარიყო, თუ დავალებას ვერ დაწერდა. "მასწავლებელო, მე ეს არ შემიძლია" - ასე იყო მიწერილი ერთ-ერთი წიგნის ფურცელზე.image

ფანჯრიდან გადავარდნილი ბავშვი საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ მანქანას დაეცა ჯუნჯიანგის რაიონში, სადაც ის ცხოვრობდა.


ჩინეთში შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით, ჯუნ ჯუნი ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. მისმა მშობლებმა სკოლის კედელზე გააკრეს ბანერი, რომელზეც წერია: "მასწავლებელმა ჩვენი შვილი აიძულა ფანჯრიდან გადამხტარიყო".

ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პასუხიმგებელი პირები კომენტარისგან თავს იკავებენ.

ბავშვის სკოლაში კი ამბობენ, რომ პატარა, შემთხვევით მოკვდა, რადგან ასეთი დავალება მას და მის რამდენიმე თანაკლასელს ჰქონდა მიცემული. ჩინეთის განათლების სისტემაში დისციპლინას ერთ-ერთი მთავარი როლი უკავია. მათი ტრადიცია მოითხოვს, რომ მოსწავლეები მიეჩვიონ მორჩილებას და მითითებების შესრულებას.image

1
855
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
855
  
2013, 2 ნოემბერი, 10:33
რა მოსატანია და ჩემი მასწავლებელი გამახსენდა,რომ შემხედავდა ვლაპარაკობდი ან ვიცინოდი დაიკივლებდა აგერ ფანჯარა,აგერ კარები,საიდანაც გინდა გადიო :D
0 1 1