x
image
t.x.
საშინელებათა სასტუმრო ინგლისში, სადაც სტუმრები ფანჯრიდან ხტებიან
imageკეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინგლისში, განსაკუთრებით კი სასტუმრო B & B -ში, რომელსაც სტუმარი არ ელევა და შეშინებული ხალხი ფანჯრიდან ხტება. გლოსტერშირში, უძველეს სოფელ უოტორ-ანდერ- ედგერ–ში XII საუკუნის სახლში ბინადრობს ოცამდე მოჩვენება. სახლი აშენებულია ძველი სასაფლაოს ადგილას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, აქ ხდებოდა სატანისთვის მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლად კი პატარა ბავშვებს სწირავდნენ. ამბობენ, რომ აქ შეიძლება გამოგეცხადოს მოკლული ახალგაზრდა გოგონა სახელად როუზი, ასევე სექსის დემონი მამაკაცი - სახელად Incubus. სახლის ახლანდელი მფლობელი კეროლაინ ჰამფრისია.(ის სურათზეა გამოსახული). რემონტისას ქალბატონი ჰამფრისის მამამ, ჯონმა იპოვა ძვლების პატარა ფრაგმენტები, რითაც დადასტურდა ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. სახლში შეინიშნება უცნაური მოძრაობები, ისმის ბავშვების ყვირილი. კეროლაინი, რომლის ოჯახი 50 წელზე მეტია რაც ამ სახლში ცხოვრობს, ამბობს, რომ მამამისი ნაბიჯსაც არ გადადგამდა ბიბლიის გარეშე. ის ყოველთვის თან დაჰქონდაო.

ქალბატონი ჰამფრისი შეეჩვია ბავშვების კივილის ხმას. ეს ხმა განსაკუთრებით ერთი კედლიდან ისმოდა. კეროლაინმა იმ ოთახში დაალაგა სათამაშოები. ხმები შედარებით გაიშვიათდა.

ყველა აქ მომსვლელმა იცის სახლის ისტორია, მაგრამ მაინც მრავლად მოდიან. ახლახან სტუმრები შუაღამისას გაიქცნენ, განაცხადეს, რომ საძინებლის ავეჯი დაფრინავდა. ზოგი ფანჯრიდან გადახტა. მართალია ფანჯარა პირველ სართულზეა, თუმცა მაღალია. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა.

ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ შენიშნა როგორ ცახცახებდა და ირწეოდა ხის ბოძები. ბავშვების ხმები ვიდეო ჩანაწერზეცაა დაფიქსირებული, ასევე ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ყვირის: "წადი".


ქალბატონი ჰამფრისი ამბობს, რომ როცა პატარა იყო, ხშირად იძინებდა გარეთ. სახლიდან გაქცეული ხალხი ჩვეული მოვლენაა მისთვის. ისიც ახსოვს, რომ გაეღვიძა და საწოლის თავზე კომოდი დაფრინავდა, შემდეგ კი კიბეზე ჩავარდა.პარანორმალური მოვლენების ექსპერტები ხშირად ჩერდებიან ჩვენთან, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასტუმრო არაა, კვებით და კარგი პირობებით. სახლის გაყიდვას კი არც ფიქრობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არავინ იყიდის. ის მიეჩია ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას.imageimageimageimage








3
72
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
72
  
2013, 29 ოქტომბერი, 1:47
ჩემი ფეხი არ იქნება ამ სასტუმროში
2013, 29 ოქტომბერი, 0:41
"ჯეინ ეარის" გმირი და მისი ცოლი გამახსენდა- მისტერ როჩესტერი
0 1 3