x
image
worldsport.ge
ზიდანი ფერგიუსონს არ ეთანხმება: "ჯერარდი ტოპ-ფეხბურთელია"

imageლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ სტივ ჯერარდი არასოდეს ყოფილა ტოპ-ფეხბურთელი. ცოტა უცნაური მოსაზრებაა და ზინედინ ზიდანიც გამოეხმაურა. ფრანგმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ჯერარდი ორი-სამი წლის განმავლობაში სულაც მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახლდათ:
"ის დღესაც კი უმაღლეს დონეზე თამაშობს. ეს შეეხება როგორც "ლივერპულში", ასევე ინგლისის ნაკრებში გამოსვლას. ჯერარდი "ლივერპულის" ერთგული დარჩა და კლუბი სასწაულად მადლიერი უნდა იყოს მისი. ჯერარდს ნებისმიერი ტოპ-კლუბი წაიყვანდა და შეიძლებოდა, სატრანსფერო რეკორდიც მოხსნილიყო. ასე რომ, ფერგიუსონის სიტყვები უცნაურად მომეჩვენა. ის არაა მართალი".
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge

0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0