x
image
t.x.
ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ რაზე მეტყველებს მათი ღამეული შეხვედრა
imageოთხშაბათ საღამოს მირანდა კერიმ და ორლანდო ბლუმმა დაადასტურეს თავიანთი სამწლიანი ქორწინების დასასრული. პარასკევს კი ქუჩაში ის განცხადების შემდეგ პირველად დააფიქსირეს. ის დამწუხრებული სულაც არ ჩანდა.image 30 წლის ავსტრალიელი მოდელი მომღიმარი სახით მიდიოდა ნიუ-იორკის სახლში ორლანდოსთან. ის შავ ელასტიკებში, თეთრ მაისურში და ტყავის ქურთუკში იყო გამოწყობილი, თანაც საკმაოდ გვიანი იყო სტუმრობისთვის. თუმცა 36 წლის ორლანდო ის ის იყო ბრუნდებოდა ბროდვეის თეატრიდან, სადაც "რომეო და ჯულიეტაში" თამაშობდა. სპექტაკლამდე კი განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის ახლობლებად დარჩებიან. ჟურნალისტს უთხრა: "ჩვენ მეგობრები არ ვართ, ჩვენ ოჯახი ვართ". მათ ხომ ორწლინახევრის ვაჟი ფლინი ჰყავთ.image

ორნალდოს კისერზე უშველებელი ყურსასმენები ეკიდა, ალბათ მძიმე დღეების გადატანაში ეხმარება, თუმცა სახე მასაც მომღიმარი ჰქონდა.

თაყვანისმცენლები შეაშფოთა მათმა განქორწინებამ, თუმცა ისინი უკვე ერთი თვის წინ დაშორებულან და ახლა ფორმალურ მხარეს აგვარებენ. სანამ ოფიციალურად მოაგვარებდნენ ყველაფერს, მანამდე მშვიდობიანად არჩიეს დაშორება.

სუპერმოდელი ოთხშაბათს ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ჩანდა ლოს - ანჟელესში "2013 CFDA и Vogue"-ს საღამოს შემდეგ. image


ყველაფრის მიუხედავად ულამაზესი მირანდა სპორტულ ტანისამოსში ჩაცმულიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საღამოს კოსტიუმზე, ხელიდან არ იშორებს ნიშნობის ბეჭედს.image
არც მის ტუჩებზე საგულდაგულოდ წასმული პომადა და არც მისი გამომეტყველება არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს-ესაა დაშორდა პარტნიორს რომელთანაც ექვსი წელი გაატარა.

კარიერაში კი მათ ყველაფერი კარგად აქვთ. ორლანდო ბროდვეის თეატრში მუშაობს. მირანდაც არ უჩივის ავტორიტეტის კლებას, თუმცა ვერ მოახერხა მნიშვნელოვანი კონტრაქტის განახლება.

1
99
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
99
  
2013, 27 ოქტომბერი, 8:45
ძალიან მეწყინა ოღონდ მართლა
0 1 1