x
image
worldsport.ge
“სანტიაგო ბერნაბეუს”, შესაძლოა, Microsoft-ი დაარქვან

imageმადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა დამატებითი ფინანსური შემოსავლების ძიებაშია და ამისთვის მზადაა, კლუბის მთავარ არენა “სანტიაგო ბერნაბეუს” სახელი შეუცვალოს.
AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” მზადაა, სტადიონის სახელის უფლება გაყიდოს და ამ გზით სოლიდური მოგება მიიღოს. გავრცელებული ცნობით, “რეალი” მოლაპარაკებას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან აწარმოებს.
თუ შეთანხმება შედგება, სტადიონს სახელი 2016 წლის ზაფხულიდან შეეცვლება, როდესაც კლუბი მის რეკონსტრუქციას ჩაატარებს.
სტადიონის სავარაუდო სახელი “Microsoft Bernabeu” იქნება.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0