სხვა ქილაში გაცოცხლებული მოგონებები 2013, 26 ოქტომბერი, 11:16 მოგონებები... რაც დრო გადის მით მეტად ძვირფასი და თბილი ხდება... მით მეტად გვინდება წარსულში ერთი წუთით მაინც დაბრუნება... დროის გაჩერება კი შეუძლებელია...
მაგრამ ასახვაა შესაძლებელი, დროის ასახვა ფოტოზე. უბრალო ქაღალდზე, რომელიც ათას მოგონებას აგვიშლის: ტკბილსა თუ მწარეს, სასიამოვნოსა თუ უსიამოვნოს. უბრალო ქაღალდი... არადა თურმე ეს უბრალო ქაღალდი მშვენიერ, ქილაში დატყვევებულ მოგონებად შეიძლება ვაქციოთ. როგორ? ამისთვის დაგჭირდებათ: 1. სასურველი შავ-თეთრი ფოტო; 2. ცარიელი მინის ქილა (უმჯობესია თუ დეკორატიული ფორმის იქნება); 3. საჭმელი ზეთი, თუმცა შეგიძლიათ ზეთის გარეშეც გააკეთოთ; 4. გამხმარი ყვავილები, ფოთლები, მცირე ზომის ტოტები ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დეკორაციისთვის გამოგადგებათ. ყველაფერი ძალიან მარტივია: უბრალოდ მოათავსეთ ფოტო ქილაში, მასთან ერთად ჩადეთ გამხმარი ყვავილები, ფოთლები, ან ნებისმიერი ნივთი, რაც ფოტოზე ასახულ ემოციებს გახსენებთ, გაავსეთ ქილა ზეითუნის ზეთით და... ნახავთ, როგორ გაცოცხლდება თქვენი მოგონებები. ზეთის გარეშეც შეგიძლიათ დატოვოთ, ეფექტი მაინც მშვენიერი იქნება. ამგვარ ქილას ემოციური და დეკორაციული დატვირთვა ერთდროულად აქვს და გაცილებით ლამაზია, ვიდრე უბრალოდ ჩარჩოში ჩასმული თუნდაც ფერადი ფოტო. გაუფრთხილდით მოგონებებს... 299 9-ს მოსწონს
|