შოუბიზნესი იულია და ოთო პროექტს მიღმა. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი სახელწოდებით-"დააბრუნეთ ოთო და იულია" 2013, 26 ოქტომბერი, 9:54 "ცეკვავენ ვარსკლავების" მეოთხე საკონკურსო ტურს გამოეთიშნენ უკრაინული შოუბიზნესის ვარსკვლავი, იულია ქავთარაძე და ოთო ფოლადაშვილი. იულიას პროექტში ფავორიტ მონაწილედ მიიჩნევდნენ, უამრავი გულშემატკივარი ყავდა და არავის არ ეგონა, რომ იგი ასე მალე დატოვებდა პროექტს, მაგრამ მას პროექტში დასარჩენად სმს-ები არ ეყო. ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს უსამართლობა იყო. თვითონ იულია ამ ყველაფერს ირონიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროექტის დატოვება მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მას საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და უცნობებიც კი ეუბნებოდნენ, რომ მას უგზავნიდნენ სმს-ებს, თუმცა რეალურად რა მოხდა და რატომ დარჩნენ იულია და ოთო პროექტს მიღმა მისთვის გაურკვეველია. ასევე, როგორც ოთომ აღნიშნა, მისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო პროექტიდან გავარდნა და არ იცის რისი ბრალია, ალბათ ქულებისაც და სმს-ებისაც ერთადო. იულიას და ოთოს პროექტიდან გაგდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", სადაც შეიქმნა გვერდი "დააბრუნეთ ოთო და იულია" და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან სწრაფად იზრდება გვერდის მხარდამჭერთა რაოდენობა, ახლა უკვე 6 ათასზე მეტი მოწონება აქვს, თუმცა ზოგი კომენტარებში იმასაც აღნიშნავს, რომ გვერდის შექმნას უმჯობესი იყო სმს-ები გაეგზავნათ და ასე გადაერჩინათ თავისი ფავორიტი. პროექტის წესებიდან გამომდინარე, მათ პროექტში აღარ დააბრუნებენ. ჟიურის წევრები ოთარ ტატიშვილი და გოჩა ჩერტკოევიც აღნიშნავაენ, რომ უნდა აიღონ ტელეფონი და დაუმესიჯონ თავის ფავორიტს. პროექტის ხელმძღვანელმა ნოე სულაბერიძემ აღნიშნა: "ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რასაც ჩვენ ყოველი კვირიდან ვამბობთ და რასაც ჩვენ პირველივე ტურიდან მოვუწოდებთ მაყურებელს, რომ დაუმესიჯონ თავის ფავორიტს და ნუ იქნებიან ვიღაცის ან ერთმანეთის იმედზე, თვითოეული სმს-ი არის გადამწყვეტი." სავარაუდოდ პროექტის წესებს არ შეცვლიან... 296 2-ს მოსწონს 1-ს არა
|