x
image
რუსუდან ბერიძე
ადამიანი,რომელსაც კანის ნაცვლად ხის ფესვები და ტოტები აქვს

image ინდონეზიაში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც კანის ნაცვლად სხეულზე ხის ფესვები და ტოტები ეზრდება.ეს ადამიანი საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ადამიანი–ხე.მას ადგილობრივები კოსვარა პაპას უწოდებენ.მართალია მას ხის ტოტების მსგავსი წამონაზარდები აქვს, მაგრამ სინამდვილეში ხესთან არავითარი გენეტიკური კავშირი არა აქვს.მას აქვს ძალიან იშვიათი დავადება, რომელიც გამოიხატება იმ უამრავი წამონაზარდებით სხეულზე, რომლებიც ხის ფესვებსა და ტოტებს წააგავს.image ამ დაავადების შედეგად ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად ცხოვრება.ეს ეხება არა მარტო ვიზუალურ დეფექტს.მას არ შეუძლია ხელების გამოყენება, რადგან თითების ნაცვლად ხის ტოტები აქვს.არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა, დაბანა, ჭამა და ელემენტარულად ტელეფონით სარგებლობაც კი.ამის გამო იძულებული ხდება მოხუცი წელიწადში 2-ჯერ გაიკეთოს ოპერაცია და ეს ტოტების წამონაზარდები მოიკვეთოს, რომ ცოტათი შეიმსუბუქოს მდგომარეობა.მაგრამ წამონაზარდები მართლაც ხის ტოტებივით მალე იზრდება და საწყალი ადამიანის ტანჯვას ბოლო არ უჩანს.ექიმები ამბობენ რომ ეს დაავადება არ იკურნება, მაგრამ ამ ოპერაციების ჩატარების გარეშე ნამდვილი სატანჯველი იქნებოდა ამ ადამიანის ცხოვრება.მართალია ეს დაავადება ძალიან უშლის ხელს ნორმალურ ცხოვრებაში კოსვარა პაპას, მაგრამ მან ცხოვრების შესამსუბუქებლად ასეთ ხერხს მიმართა.იპოვნა მეწყვილე, რომელსაც მსგავსი კანის დაავადება ქონდა და ცირკში დაიწყეს გამოსვლა.აფიშებს ასეთი წარწერა აქვს:არენაზეა ადამიანი–ხე. ამის გარდა ეს კაცი 2007 წელს აჩვენეს ტელევიზიით. ბევრი ადამიანი შეწუხდა ავადმყოფის მდგომარეობით და ფული გამოუგზავნეს.რითაც მან შეძლო პატარა ნაკვეთისა და ავტომანქანის შეძენა.

0
150
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0