x
image
t.x.
არშემდგარი ქორწილი. რატომ არჩია საქმრომ ციხეში წასვლა დაქორწინებას

imageimageპირველი, რაც წმინდა გიორგის სახელობის დარბაზში შესვლისას პატარძალმა დაინახა, ეს იყო პოლიციის ქვედანაყოფი, რომლის წევრებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ძაღლების და სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით დარბაზში ბომბს ეძებდნენ. ემი უილიამსის საქმრომ, ნილ მაკარდლმა დარეკა პოლიციის განყოფილებაში და აცნობა, რომ დარბაზში იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეს კი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ეშინოდა თავის საცოლეს გამოტყდომოდა, რომ დაქორწინება გადაიფიქრა. ცრუ გამოძახებისთვის ნილ მაკარდლი ერთი წლით ციხეში გამოკეტეს. წყვილის მეზობლები მომხდარის გამო შოკირებულები არიან. მათი აზრით ემი საოცარი ქალია და ასეთ შეურაცხყოფას არ იმსახურებდა. ფაქტმა ყველა გააოგნა. ემი კი ისევ იმ სახლში ცხოვრობს სადაც აქამდე საქმროსთან ერთად ცხოვრობდა და კომენტარებისგან თავს იკავებს. რატომ მოიქცა ნილი ასე? როგორც აღმოჩნდა, ქორწინების დოკუმენტების გაფორმებისას მან არ შეავსო გრაფა, სადაც თარიღი უნდა ყოფილიყო მითითებული, მაგრამ დაავიწყდა ეცნობებინა ემისთვის. ემი კი დარწმუნებული იმაში, რომ მათი ქორწინება შედგებოდა, დარბაზში გამოცხადდა. მოსამართლემ, რომელიც იძიებდა ცრუ გამოძახების საქმეს, არ დაუჯერა მსჯავრდებულს, რომ შემთხვევით შეცდა საბუთების შევსებისას. ის ფიქრობს, რომ ნილმა ძალით დაუშვა შეცდომა, რათა თავიდან აეცილებინა ქორწინება. ასეთი მკაცრი სასჯელი კი ნილმა იმით დაიმსახურა, რომ ყალბი გამოძახება დაემთხვა ბოსტონის მარაფონის საფინიშო ხაზთან აფეთქებას.(ნილის გამოძახება მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ) ამ ცრუ ზარმა ახლიდან გამოიწვია ხალხის შეშფოთება.

საწყალი პატარძალი კი ზის სახლში მარტო, სანამ სიძე იხდის თავის დამსახურებულ სასჯელს.image

1
531
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
531
  
2013, 25 ოქტომბერი, 17:49
როგორც ჩანს ტირანი და მოძალადე ქალია :D
0 1 1