x
image
ხიზანიშვილი
რა პრეტენზია აქვს ნინი ცნობილაძეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურისთან

image- გასული წლის "ახალი ხმის" ფინალისტს, მომღერალ ნინი ცნობილაძეს, ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლევების" პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ დაურეკა და ახალ სეზონში მონაწილეობა შესთავაზა. მომღერალი ამ წინადადებას ბევრი ფიქრის გარეშე დასთანხმდა, რადგან მიხვდა, რომ ეს მისთვის
კარგი იქნებოდა.

- პროექტამდე ცეკვასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ვერც კი წარმოედგინა, რომ ცეკვა შეეძლო და თავისი თავით კმაყოფილია . მას ძალიან ნიჭიერი პარტნიორი, იაკობ ყუფუნია ჰყავს. გასულ კვირას, როგორც პროექტის სიუჟეტიდან შევიტყვეთ, ნინისა და იაკობს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა. როგორც ნინი ამბობს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი პარტნიორი გყავს. აღნიშნავს, რომ იაკობი ძალიან კარგი მოცეკვავეა, იმ კონფლიქტის
გაშუქება კი არასწორად მოხდა. "მაინცდამაინც ჩვენზე მოხდა აქცენტის გაკეთება, მაშინ როდესაც იქ ყველა ჩხუბობს" - განაცხადა მომღერალმა.

- ნინისთვის ყველა ჟიურის წევრის ქულა მნიშვნელოვანია. როგორც ნინი ამბობს, მის მიმართ ყველა მათგანი მკაცრია და მიაჩნია, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ პროექტის მონაწილეების გამოცდილება და ფიზიკური მდგომარეობა. ბოლო ხუთშაბათს ნინი აუთსაიდერებში
იყო, თუმცა ფეხი იმდენად სტკიოდა, რომ იმ დროს ტკივილის გარდა არანაირი განცდა არ ჰქონია.

- სანახაობრივად ყველა მონაწილის ცეკვა მოსწონს. ამბობს, რომ ყველა მათგანი ძალიან კარგად ცეკვავს, თავისი ქულებით კი კმაყოფილი არ არის და ეცდება შემდეგში უფრო კარი შეფასებები დაიმსახუროს.

0
201
9-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0