x
image
ხიზანიშვილი
ანა ხანჩალიანი სომხური "ახალი ხმის" ფავორიტია
image- ანა ხანჩალიანმა სულ თავიდან ბედი „ნიჭიერში“ სცადა. მსმენელმა სწორედ აქედან გაიცნო, შემდეგ "ბზიკების" სტუდიამ აღმოაჩინდა, ჯგუფ "Candy"-ის წევრად აქცია და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულიც გახდა.

- გოგონა უნიკალური ვოკალით და მუსიკალური მონაცემებით
გამოირჩევა, ის ახლა "ახალი ხმის" სომხურ ანალოგში იღებს მონაწილეობას, ბრმა ქასთინგი
წარმატებით გაიარა და იქაური ჟიურიც მოხიბლა.

- ანამ სომხური "ახალი ხმის" ბრმა ქასთინგზე, სიმღერა მერაია ქერის რეპერტუარიდან შეასრულა, გოგონამ ჟიურის სამი წევრი მოხიბლა და ჰაიკ მარუთიანის
გუნდის წევრობა აირჩია.

- მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემსრულებელს არაერთი ქართული პროექტი მოუვლია, სომხურ "ახალ ხმაში" მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს. ანას წინ "ახალი ხმის" რინგი ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ სტუდია "ბზიკების" წევრები ჯერჯერობით ერევანში ვერ მიდიან, ანას თბილისიდან მაინც ეხმარებიან, მუსიკალური თვალსაზრისით დაწყებული, ვიზუალური მხარით დამთავრებული, რჩევებს ყველაფერზე აძლევენ და იმასაც ამბობენ, რომ მომდევნო კონცერტს ანასთან ერთად დაესწრებიან.


- შეიძლება მათ გარეშეც არაჩვეულებრივი მომღერალი დამდგარიყო, თუმცა ფაქტია, რომ ანას წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ "ბზიკების" სტუდიას მიუძღვის. ის სომხური "ახალი ხმის" ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა და იმედს ვიტოვებთ, რომ ანა ხანჩალიანს სომეხი მსმენელიც ისე შეიყვარებს, როგორც ქართველი.

0
154
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0