შოუბიზნესი სოფო ნიჟარაძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა 2013, 17 სექტემბერი, 11:09 - მოსკოვში თითქმის ცხრა წლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოს ომის დროს, 2008 წლის ზაფხულში დაუბრუნდა.
- ის ქართულ შოუბიზნესში ყველაზე აქტუალურია, მასზე ძალიან ბევრს ჭორაობენ. განსაკუთრებით კი, სოფოსა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. - რა ხდება სინამდვილეში, ამაზე სოფომ თავად ისაუბრა ერთერთ ინტერვიუში, მისი აზრით ჭორები იმის ბრალია, რომ ბევრს საქმე არა აქვს და სხვის პირად ცხოვრებაში იქექება, აღნიშნულ ჭორებზე ლაპარაკი მისთვის უკვე დამღლელია. - ყველაფერი რაც მის გარშემო ტრიალებდა, დაწყებული პირადი ცხოვრებიდან და დამთავრებული მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან, თავიდან სტრესში აგდებდა და დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს მხოლოდ მის შემთხვევაში არ ხდება და როდესაც ცნობილი ხარ, რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში; - ეს გარკვეული „აბსურდები“ მისთვის გასაგებია, მაგრამ ზღვარს როდესაც გადადიან ეს ანერვიულებს და ძალიან სწყინს. თუმცა უკვე იმდენად აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ აღარ აქცევს ყურადღებას. მის ცხოვრებაში, მოსკოვში ცხოვრების დროსაც ყოფილა უამრავი ჭორი, მაგრამ ასეთი „სულში ჩაძვრომა“ და ისეთი ჭორები, რომლებიც დაკავშირებულია გარყვნილებასთან არასოდეს ყოფილა. - შეკითხვაზე თუ საიდან აგორდა მისსა და პრეზიდენტის რომანზე ჭორები, მან უპასუხა, რომ ჭორებს საფუძველი არ სჭირდება და ეს ყველაფერი ისეთი აბსურდია, რომ ამაზე ლაპარაკისაც კი სცხვენია. ის ამბობს, რომ მის პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა და არც უყვარს მასზე ლაპარაკი, რადგან პირადი ცხოვრება არის პირადი, როდესაც რაღაცა მოხდება ამას ისედაც ყველა დაინახავს და არაფრის დამალვას არ აპირებს. 217 6-ს მოსწონს
|