x
image
ხიზანიშვილი
თიკა ფაცაცია, ანი ქორქია და სალომე გოგიაშვილი ორსულად არიან

image- 2013 წელი ან მეტისმეტად ნაყოფიერია, ან სრულიად ქართულმა შოუბიზნესმა შვილების ასაკის დამთხვევა გადაწყვიტა.

- ამჯერად პატარას ცნობილი მოდელი, მომღერალი და ტელესახე
- თიკა ფაცაცია ელოდება. ლამაზმანისთვის ეს მესამე ბიჭი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ თიკა ახალ ამბავს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, პატარამ საზოგადოებას თავი მაინც გააცნო, თიკას უკვე მუცელი ეტყობა და ამას ტელემაყურებელს დიდი ხანი ვერც დაუმალავდა. "მის თბილისის", "მის საქართველოს" და "მის ოქროს გლობუსის" საპრიზო ადგილების მფლობელი, ბოლო
წლების განმავლობაში მუსიკალურ კარიერასაც შეეშვა და ტელეეკრანებზე სხვადასხვა შოუების წამყვანის ამპულაში
აქტიურად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ტელეწამყვანი შოუბიზნესის განუყოფელ ნაწილად ყოველთვის ითვლებოდა და ინტერესი არც მისი პირადი ცხოვრების შესახებ ქრებოდა, ყველაფრის
დახურულ კარს მიღმა შენახვას ახერხებდა. თიკა ფაცაცია თავის მეორე ორსულობასაც მალავდა, ბევრი ამბობს ის არც მეუღლესთან ერთად ჩნდება არსადო. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თიკა მესამე ბიჭს ელოდება, როდის მოევლინება პატარა სამყაროს, ამასაც მალე შევიტყობთ.

- სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მესამე შვილს ელოდება სალომე გოგიაშვილიც. მესამე ქორწინებიდან ტელეწამყვანს ბავშვი ეყოლება, პატარას სქესზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა
იმას დაზუსტებით გეტყვით, რომ მალე სალომე მრავალშვილიანი დედების სიაში ჩაეწერება.

- ახლადგამომცხვარი დედიკოს სტატუსს კი, ანი ქორქია შეიძენს,
ტელეწამყვანი და მოდელი, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ცოლად კახა ჩიქოვანს გაჰყვა და წყვილი პირველ შვილს ელოდება.

0
148
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0