შოუბიზნესი ჯანეტ ქერდიყოშვილმა "ვიაგრაზე" უარი თქვა 2013, 29 სექტემბერი, 12:23
- ქართველი ლამაზმანი მეორე დღესვე წავიდა ამ ქასთინგზე, სადაც 2000-ზე მეტი კონკურსანტი იდგა ცოცხალ რიგში, ყველას ხუთ-ხუთი სიმღერა ჰქონდა მომზადებული, ჯანეტს კი მხოლოდ ერთი, ალა პუგაჩოვას სიმღერა. მიხვდა, რომ საერთოდ არ იყო მზად და უკან წასვლა უნდოდა, მაგრამ იმხელა რიგი იყო, რომ უკან არავინ გაატარებდა. ისიც ბედს დაემორჩილა და კონკურსზე მაინც გავიდა. წარმატებით გაიარა სამივე ტური, ისე, რომ არც ელოდა. - მას შემდეგ ოთხი თვე გავიდა და არ ურეკავდნენ, უკვე იმედი გადაეწურა, თუმცა ერთ დღესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ შემდეგ ტურში გავიდა და კიევში უნდა ჩავიდეს საფინალო ქასტინგზე. კიევში ჩავიდა და ყველა ტური ისევ წარმატებით გაიარა. უკვე პროექტი იწყებოდა, კონტრაქტზე ხელი უნდა მოეწერა, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და სახლში უნდა დაბრუნდეს. - წამოსვლის მიზეზად ჯანეტი თავის ოჯახს ასახელებს, მამამისისთვის ეს ცოტა მიუღებელი იყო. ამბობს, მშობლები რომ მხარში ამომდგომოდნენ არ წამოვიდოდიო. თუმცა, თვითონაც დაფიქრდა და მიხვდა, რომ ეს, მას არ სჭირდება. შემდეგ, იმედზე "დღის შოუს" ქასტინგი გამოცხადდა, ჯანეტი პროფესიით ჟურნალისტია და დიდ ხანს ოცნებობდა ასეთი ტიპის გადაცემის წაყვანაზე, ამიტომ ქასტინგში მონაწილეობა მიიღო და გაუმართლა კიდეც. 104 6-ს მოსწონს 1-ს არა
|