x
image
ხიზანიშვილი
როგორ დაიწყო ჯულიანა ბარგნარის კარიერა (+ ბევრი ფოტო)
image- ეროვნებით ასურელი, ულამაზესი მოცეკვავე, ჯულიანა ბარგნარი საქართველოში დაიბადა და რამოდენიმე წელი რუსეთში იცხოვრა, ექვსი წლის ასაკში კი კვლავ საქართველოში დაბრუნდა. ცეკვა ცხრა წლის ასაკში დაიწყო. როდესაც პირველ კლასში იყო, სკოლაში სპორტული ცეკვების წრეზე დაიწყო სიარული, შემდეგ კი მოხვდა ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვების კონკურსზე. სამეჯლისო ცეკვებით ის აღფრთოვანებული დარჩა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ ცეკვებს უნდა გაჰყოლოდა.

- ორი წელი სტუდია "თელაში" იცეკვა, შემდეგ კი სულ სხვა
ფედერაციაში გადავიდა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ცეკვავდა, რის შემდეგაც ისევ სტუდია "თელაში" დაბრუნდა. ამ სტუდიაში ჯულიანა და ოთო ფოლადაშვილი ერთად ცეკვავენ. ისინი გაზაფხულზე ერთ-ერთ კონკურსზე იყვნენ უკრაინაში, სადაც საკმაოდ წარმატებულად იცეკვეს და 56 წყვილიდან, მეთერთმეტე ადგილი დაიკავეს.

- ცეკვის გარდა ჯულიანა ბარგნარის საქმიანობა უნივერსიტეტში
სტომატოლოგიურზე სწავლაა, მაგრამ ეს ორი წელი, რაც პროექტში იღებს მონაწილეობას, სწავლამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. სტუდია "თელაში" ის ორ ჯგუფს ასწავლის ცეკვას, ასევე სხვა სტუდიაშიც მუშაობს. ამბობს, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვები ჰყავს, რომელთა რიგებში საქართველოს თასის ჩემპიონებიც არიან.

- ჯულიანას პირველი მეწყვილე იყო როლანდ ბაირამოვი, რომელთანაც ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. ოთო ფოლადაშვილთან კი მესამე წელია რაც ცეკვავს.


- ხშირ შემთხვევაში მეწყვილეებს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ჯულიანას შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და ცდილობს, რომ მათთან მხოლოდ სპორტული ურთიერთობა ჰქონდეს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















3
2291
9-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
2291
  
2013, 8 ოქტომბერი, 21:30
უმაკიაჟოთ უფრო საყვარელია და ბავშვური
2013, 8 ოქტომბერი, 21:27
ვგიჟდები ამ გოგოზე
2013, 8 ოქტომბერი, 18:59
გაიხარე-ამ სტატიით გამახარე. ყველა მონაწილეს ერთად აღებულს, მირჩევნია ჯულიანას ერთი გაელვება.
0 1 3