x
image
t.x.
სახლის გარშემო შემოლაგებული გვამები და ატირებული პატარები
imageეს ხუმრობა როდია, ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი სახლის გარშემო გვამები შემოაწყო, რომლის დანახვაზეც შეშინებული ბავშვები ტირილით გარბოდნენ. ყველაფერი კი თურმე ქველმოქმედების მიზნით ჩაიდინა. ხოლო როცა პოლიციამ მიაკითხა, გაკვირვება ვერ დამალა.

25 წლის ჯეიმს კრეიტონმა ეს კონსტრუქციები(ნამდვილი გვამები არ გეგონოთ) სახლის გარშემო მხოლოდ იმიტომ განალაგა, რომ მოაგროვოს ფული. ამას ის ყოველ წელს აკეთებს, რაც საყვარელი ბებია კიბოთი გარდაეცვალა. ე. ი. 2009 წლის მერე. მოგროვილ თანხას კი ის აგზავნის დიდ ბრიტანეთში, კიბოს კვლევის ცენტრში, თავისი ბებიის ბეტის ხსოვნის საპატივსაცემოდ.image

ჯეიმსს პოლიციამ კი იმიტომ მიაკითხა, რომ ერთ-ერთმა მშობელმა იჩივლა: "სახლის გარშემო სისხლიანი გვამების მთები დგას, აქეთ-იქით ჩონჩხები ყრია, შეშინებული ბავშვები ტირილით გარბიან".

ბატონმა კრეიტონმა კი განაცხადა, რომ გაკვირვებულია, მისთვის გაუგებარია რა გააკეთა დაუშვებელი. ეს კონსტრუქციები მან ხომ მხოლოდ კიბოს კვლევის ხელშესაწყობად მოაწყო. ის გამოფნას ყოველ წელს ჰელუინის დღესასწაულის დღეებში აწყობს. მან ასევე მოიპოვა უფლება, რომ ქუჩაზე დაკიდოს ბანერი, სადაც განმარტებული იქნება, თუ რას ხმარდება შემოსული ფული. პოლიციელებმა კი მოსთხოვეს, რომ გვამებს შავი ქსოვილი გადააფაროს, მაგრამ მაშინ შეუძლებელი გახდება გამოფენის დათვალიერება. მან განაცხადა, რომ წინა წლებში გამოფენაზე ბავშვებიც მოდიოდნენ და არც ერთს არ უტირია, პირიქით, ხალისობდნენ.


გასული წლის ოქტომბერში ჯეიმსმა 1150 ევრო მოაგროვა, წელს კი ჯერ მხოლოდ 700 აქვს.image

1
125
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
125
  
2013, 18 ოქტომბერი, 16:30
ორიგინალურია
0 1 1