x
image
ციცი
Mediator image
ქეთა თოფურია მინიმუმ სამი შვილის გაჩენას აპირებს
image
თვეზე მეტია, რაც რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია ცოლად გაყვა ბიზნესმენს ლევ გეიჰმანს და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა.

მომღერალი ადრე აღნიშნავდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა გათხოვილიყო 25 წლამდე და ეძებდა ისეთ მამაკაცს, რომელიც იქნებოდა ის პიროვნება, რომელთან ერთადაც სიბერემდე იცხოვრებდა.

ახლა მის გვერდით, სწორედ მისი ოცნების მამაკაცია და წყვილი უკვე შვილის ყოლაზეც ფიქრობს. გავრცელებული ჭორის მიხედვით, ქეთა თოფურია ფეხმძიმედ იყო, რაც მომღეალმა კატეგორიულად უარყო. თუმცა, მომღერალმა აღიარა, რომ იგი ოცნებობს დიდ ოჯახზე - სურს იყოს მინიმუმ სამი შვილის დედა.

ქეთა დედისერთაა და ამიტომ მისი ერთადერთი ოცნება იყო, რომ და ან ძმა ყოლოდა.



ამიტომ მომღერალს სურს, რომ ეს ოცნება აიხდინოს თავის ახალშექმნილ ოჯახში და იყოლიოს ბევრი შვილი.

მისი მეუღლეც მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში მთავარი შვილები და ოჯახია. ამიტომ არ გამორიცხავს, რომ მათ ოჯახში მალე ბავშვი გაჩნდება.



0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0