სხვა სახალისო იდეები დედიკოებისთვის და მამიკოებისთვის (+ ფოტოები) 2013, 15 ოქტომბერი, 16:48
შვილი რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ეს არავისთვის არ არის უცნობი. თუმცა, დამეთანხმებით, ბავშვის გაზრდა ბევრ სირთულესთან, ნერვიულობასთან და დაღლილობასთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის გასაძლებად კი იუმორის მოშველიება საუკეთესო გამოსავალია.
მოკლედ, ცოტაოდენი იუმორი, პატარა ეშმაკობები, წარმოსახვის უნარი და შეგიძლიათ ცხოვრება გაიადვილოთ ისეთი "გამოგონებებით', რომლებიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. (ეს მაისური იმისთვის, ვისაც უმცროს დასთან თამაში არ უნდა). (ასეთი ხელთათმანით ბავშვი აღარ დაგეკარგებათ). (მიეცით ბავშვებს ჯოისტიკები, უბრალოდ ნუ ჩართავთ მათ). (ეს კი ტრანსფორმერი ქუდი-მუზარადი ცივი და ქარიანი ამინდისთვის). (ალბათ დაკვირვებიხართ, როგორ ვერ იტანენ ბავშვები უნიტაზის ცივ ზედაპირს. წინდებიანი უნიტაზი მათ ნამდვილად მოეწონებათ). (ეს კი ჩემი ფავორიტი: ნაყინის ჩამოწუწვისგან დამცავი გამოგონება). იმედია ამ "გამოგონებებმა" ცოტათი მაინც გაგამხიარულათ და დაგარწმუნათ იმაში, რომ: იყო მშობელი - ეს სახალისოცაა. 980 9-ს მოსწონს |
ნაყინი კარგი იყო :))
დაბანა კი ჩემ შვილს ისე უყვარს რომ ჩაჯდება ვანაში ამოსვლაზე კვის არ ამომიყვანოთო:)))))