x
image
რუსუდან ბერიძე
ხილის ტორტი(ატმისა და ყურძნის)

ხილის ტორტი ხილის ტორტი წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, რადგან განსაკუთრებით მდიდარია საქართველო ადგილობრივი ხილით.როცა უამრავი მარწყვია საქართველოში, ატამი თუ ყურძენი. მართალია ეგზოტიკურ ხილსაც ვიყენებთ, მაგრამ ამჯერად ვისაუბრებ ტორტზე რომელიც შეგვიძლია შემოდგომაზე მოვამზადოთ და უგემრიელესი ატმისა და ყურძნის მარცვლებით მოვრთოთ. ვისაუბროთ მის მომზადებაზე. აღნიშნული ნამცხვრის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი იგრედიენტები:

18 კვერცხი.
18 ს.კ.პ/, ფქვილი,
5 შეკვრა ვანილი,
800 გრ.შაქარი.
2 ც.შედედებული რძე,
500 გრ.კარაქი.
2 კგ.ატამი და
500 გრ.ყურძენი.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: თავდაპირველად ვამზადებთ ბისკვიტის ფირფიტებს. ცალ-ცალკე ვაცხობთ 6 კვერცხისგან მომზადებულ ბისკვიტს. ავიღოთ ცალკე ცილა და ვთქვეფთ ძალიან კარგად. შემდეგ ვამატებთ 6ს.კ.შაქარს ნელ-ნელა. და სათითაოდ კვერცხის გულებს და ვთქვეფთ გათეთრებამდე. ვამატებთ 1 შეკვრა ვანილს და შემდეგ უკვე კოვზის მორევით დავამატოთ 6 სუფრის კოვზი ფქვილი, 1/3 ჩ.კ სოდა ძმრით და მიღებული ცომა მოვათავსოდ წინასწარ გამზადებულ ცხიმწასმულ ქაღალდმოფენილ ფორმაში და ვაცხობთ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე. ასე ვიქცევით სამივე ფენაზე.ვიდრე ცხობას ვიწყებთ, გავფცქვნათ და თხელ ნაჭრებად დავჭრათ 1, 5 კგ.ატამი. მოვაყაროთ 2 ჭ.შაქარი და დავდგათ გრილ ადგილას, რომ საკმაო წვენი გამოიღოს. ცხობის შემდეგ შევუდგეთ კრემის მომზადებას.

4
107
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
107
  
2013, 25 ოქტომბერი, 20:03
დიდი მადლობა, ნუ შეწუხდებით. საწყენად არ დამიწერია, ვიხუმრე უბრალოდ.:)
2013, 25 ოქტომბერი, 19:46
მართალი შენიშვნაა.არ დამზარებია დაწერა,მე თავად ვაცხობ ასეთ ტორტებს,უბრალოდ პირველად დავწერე და რატომღაც ვერ შევძელი ერთ სტატიად გამომექვეყნებინა.დიდი გამოვიდა.ახლა უკვე ვიცი როგორც უნდა დავწერო,თუ გაინტერესებს კრემის რეცეპსაც მოგწერ,აქ ვეგარ შევძლებ ახლა გამოქვეყნებას
2013, 25 ოქტომბერი, 19:28
კრემი მეორე სერიაში იქნება?:D
2013, 25 ოქტომბერი, 19:21
გემრიელი იქნება
0 1 4