x
image
worldsport.ge
ზინედინ ზიდანი: “ოქროს ბურთს” რიბერის მივცემდი”

imageმადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად მისი თანამემამულე, მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იმსახურებს.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელიც “ოქროს ბურთის” მფლობელი 1998 წელს გახდა, საკუთარი მოსაზრება Goal-თან საუბრისას დააფიქსირა.
“რიბერიც და რონალდუც იმსახურებენ ამ ტიტულის მოგებას. მაგრამ მე უპირატესობას მაინც ფრანკს მივანიჭებდი, გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშისა და რაც მთავარია, სამი მოგებული ტიტულის გამო. პრობლემა ისაა, რომ არის მესი, რომლის ანგარიშზეც 55 გოლია. რაც შეეხება ბენზემას, როდესაც ფეხბურთელი ფორმას კარგავს, ეს მუდამ პრობლემებს ქმნის. მას არ ყოფნის თავდაჯერებულობა. თუმცა, ქარიმი არასდროს დაკარგავს ოსტატობას” - ამბობს ზიდანი.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0