x
image
t.x.
დაიბეჭდა ახალი ასდოლარიანი. როგორ ამოვიცნოთ ის?

imageამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გამოუშვა ახალი ასდოლარიანი. ახალი ბანკნოტის გამოშვება ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ მის გადაპროექტირებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ასევე მოხდა შეცდომები ბეჭდვაში და მისი გამოშვება მხოლოდ ახლა მოხერხდა. მას აქვს ახალი 3D ლენტა და სამელნეზე დახატული ზარი. ის ბევრად უფრო დაცულია ვიდრე მისი წინამორბედი.

ახალ კუპიურას ძველებურად ახატია ბენჟამენ ფრანკლინის სურათი. პორტრეტის გერდზე, ვერტიკალურად ჩამოჰყვება ქაღალდში ჩაქსოვილი ლურჯი ზოლი. შთამბეჭდავი 3D გრაფიკა ქმნის მრავალ ვიზუალურ ეფექტს, რომელიც სხვადასხვა რაკურსითაა წარმოჩენილი. კუპიურაში აქაიქ ჩაბეჭდილია პატარა ზარები, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან შეხედვისას იცვლის თავის იერს.

წინა პლანზე ასევე შეინიშნება მოწითალო-მოთაფლისფრო სამელნე, რომელზეც ასევე ჩაბეჭდილია ზარი. ზარი ფერს იცვლის თაფლისფერიდან მწვანისკენ, ხოლო გარკვეული კუთხიდან შეხედვისას, ხან საერთოდ უხილავი ხდება, ხან კი გამოჩნდება. ქვედა მარჯვენა კუთხეში დაბეჭდილი თაფლისფერი რიცხვი 100 სხვადასხვა რაკურსიდან შეხედვისას აგრეთვე იცვლის ფერს. ამ კუპიურისთვის, გაყალბების თავიდან ასაცილებლად შემუშავებულია მრავალი დამცავი ღონისძიება. ახალი, მიკრონაბეჭდი ნამცეცა ნიშნები დატანილია ფრანკლინის მხარზე, საყელოზე, სარეგისტრაციო ნომრებზე და ბანკნოტის გარშემო საზღვარზე.

ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ეს დამცავი ნიშნები მხოლოდ ამერიკელებს უნდა აინტერესებდეთ, კუპიურების მთელი რაოდენობის ნახევარი ექსპორტირებულია. 100 დოლარიანი კუპიურის გაყალბება კი ყველაზე ხშირად ხდება.

0
166
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0