ფეხბურთი გურამ კაშია: “ეს მოედანი, ჰოლანდიის ჩემპიონატის სირცხვილია” 2013, 3 ოქტომბერი, 13:13 არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად “დენ ჰააგთან” 1:2 დამარცხების შემდეგ, მოედნის საფარის ხარისხით აღშფოთებული დარჩა. აქვე გეტყვით, რომ “დენ ჰააგთან” მოგების შემთხვევაში, არნემელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებდნენ. ახლა კი, მეექვსე პოზიციაზე არიან და ლიდერ “ტვენტეს” ერთი ქულით ჩამორჩებიან. ლაშა თაბაგარი 173 1-ს მოსწონს
|