x
image
worldsport.ge
დე ბური: “ბალოტელი კარგი ბომბარდირი და მსახიობია”

imageამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “აიაქსის” კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, 93-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში “მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი წაიქცა და პენალტი დაინიშნა, რომლითაც იმავე ბალოტელიმ სტუმრებს ქულა მოაპოვებინა – 1:1.
“შეიძლება თამაშის განმავლობაში მსაჯს ჰქონდა შესაძლებლობა, “აიაქსის” კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაენიშნა, მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად გადააჭარბა. ბალოტელიმ დაამტკიცა, რომ ბომბარდირულ ნიჭთან ერთად, სამსახიობო ნიჭიც აქვს. სამწუხაროდ, ის უსამართლო ეპიზოდი ორი ქულის დაკარგვად დაგვიჯდა” – განაცხადა ფრანკ დე ბურმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
69
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
69
  
2013, 2 ოქტომბერი, 12:54
მართალია აგი ადამიანია
0 1 1