სხვა რატომ არ უნდა ვატაროთ ერთად ოქროსა და ვერცხლის სამკაულები? 2013, 29 სექტემბერი, 12:38 ![]() ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ოქროსა და ვერცხლის ერთდროულად ტარება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ უგემოვნობის ნიშანია. თუმცა მათი ურთიერთშეუთავსებლობა პირველ რიგში ამ ორი ლითონის ენერგეტიკული ველებით აიხსნება. როგორც ოქროს, ასევე ვერხლსაც აქვს საკმაოდ ძლიერი დადებითი ენერგეტიკული ველი და ცალ-ცალკე ტარებისას, მათ ორივეს, ადამიანზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა საპირისპირო ეფექტს ვიღებთ, როდესაც ორივე ლითონს ერთდროულად ვატარებთ. ![]() ![]() გარდა ამისა, ოქროსა და ვერცხლის ერთდროულად ტარებით შეიძლება უგემოვნოც გამოჩნდეთ, რაც შემდეგით აიხსნება: ოქრო თავისთავად სიმდიდრესთან, ძვირფასთან ასოცირდება, ვერცხლი კი პირიქით - იაფფასიანთან. ამიტომ მათი ერთად ტარება ბევრისთვის ვულგარულობის ტოლფასია. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აჯობებს, თუ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს ცალ-ცალკე ატარებთ. ასე ორგანიზმზე დადებითი ეფექტიც გარანტირებული გექნებათ და უგემოვნობაშიც ვერავინ დაგდებთ ბრალს. ![]() 1864 6-ს მოსწონს
|