x
image
worldsport.ge
ლაშა დვალი: "ინგლისში ორ კვირაში ჩავალ"

imageროგორც „მოსფლიო სპორტმა“ გაუწყათ, 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი, რომელიც "რედინგმა" რიგის "სკონტოში" გაანათხოვრა, ინგლისურ კლუბს უბრუნდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯაბა დვალმა მსოფლიო სპორტთან გააკეთა კომენტარი:
- "რედინგთან" კონტრაქტზე უკვე სამი თვეა ხელი მოწერილი მაქვს, უბრალოდ, როგორც მოგეხსენებათ, გუნდი როდესაც ფეხბურთელს იჯარით უშვებს სხვა გუნდში, ამის შემდეგ, ისევ უნდა გამოისყიდოს იმ გუნდიდან. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.
ვიზას ველოდები - ინგლისში მივდივარ. როგორც საელჩოში მითხრეს, ორი კვირა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ვიზა მივიღო. ფეხი მაწუხებს და ამიტომ, არ ვიცი, "რედინგში" დავრჩები, თუ ისევ სხვა გუნდში გამიშვებენ იჯარით. ასე რომ, დაზუსტებით ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები. ის ვიცი, რომ ინგლისში მივდივარ და მკურნალობასაც იქ გავივლი."


www.worldsport.ge

1
96
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
96
  
2013, 27 სექტემბერი, 21:04
წარმატებები ნიჭიერო,იმედია საქართველოსაც გამოადგები და აქ არ დაგავიწყდება თამაში...
0 1 1