კინო ჰოლივუდის ვარსკვლავებში განქორწინებებმა იმრავლა 2013, 25 სექტემბერი, 20:20 ჯერ კიდევ მონიკა ბელუჩის სკანდალური და ხმაურიანი განქორწინება არ ჰქონდა საზოგადოებას მივიწყებული, რომ განქორწინების ახალმა ტალღამ იფეთქა და ამჟამად მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი 11 წლიან ქორწინებას ანგრევს მეუღლე კერი ლოუელთან, რომელთანაც ვარსკვლავს 13 წლის ვაჟი ჰყავს. როგორც New York Post the იტყობინება, მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გაშორდნენ ერთმანეთს.მსახიობი და მოდელი ერთდროულად საუბრობენ გადაწყვეტილების მიზეზებზე, რომელიც განსხვავებულმა ცხოვრების წესმა გამოიწვია.
კერი ლოუელი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი გახლდათ მოდის ფოტოგრაფი ჯონ სტემბერი(1984 - 1988), მეორედ იგი მსახიობ გრიფ დანზე დაქორწინდა, რომელთანაც გოგონა ჰანა დანი შეეძინა. 110 11-ს მოსწონს 1-ს არა
|