x
image
ციცი
Mediator image
თიკა ჯამბურია-"მომეცით უფლება, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო!"

image

მომღერალი თიკა ჯამბურია უკვე ორი წელზე მეტია რაც მეუღლეს, ბექა ხოფერიას გაშორდა. მათ ყავთ საერთო შვილი.

ბოლო დროა ქართული მედიაში და ინტერნეტ სივრცეში აქტიურად განიხილება ყოფილი ცოლ-ქმრის შერიგების საკითხი, რითიც თიკა უკვე ძალიან დაიღალა. ამის გამო მან თავის ფეისბუქის გვერდზე ასეთი მიმართვა გაავრცელა:



"ძალიან დავიღალე ჩემი და ბექას ურთიერთობების გარჩევით. აღარ მინდა ამ თემზე ლაპარაკი, საერთოდ აღარ მინდა ამის გახსენება. არ არსებობს ინტერვიუ და ჟურნალისტი, რომელიც ამაზე არ მეკითხებოდეს, მემგონი არა მარტო მე, ხალხიც დაიღალა ამ ერთი და იგივეს ტკეპნით. გთხოვთ რომ აღარ გამახსენოთ და მომცეთ უფლება, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო და ხალხსაც ნუ ამოუყვანეთ ყელში ეს ერთი და იგივე. 2 წელზე მეტია გავშორდი და თვე არ გასულა, რომ ამ თემაზე რომელიმე ჟურნალისტს არ დაერეკა, ძალიან ბევრს უარს ვეუბნები, მაგრამ ვითომ სხვა თემაზე მირეკავენ და მაინც ამ კითხვებით მავსებენ. გთხოვთ გაითვალისწინოთ და შემეშვათ, აღარ არის საინტერესო, დამთავრდა ყველაფერი, აღარ არის აქტუალური ეს თემა, ამით ვერც სკანდალურს გაიგებთ ვერაფერს და ვერც ექსკლუზიურ ინფორმაციას ვერ მიიღებთ, უბრალოდ 22 წლის ვარ და აღარ მინდა ჩემი წარსულის ყოველდღიურად გახსენება! გთხოვთ დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ აქ ყველაფერი!"


image

3
1258
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1258
  
2013, 25 სექტემბერი, 11:03
ეხლა თითონ გამოსცადოს როგორია საყვარელ ადამიანს რომ არ აინტერესებ და მისთვის აღარაფერს წარმოადგენ
2013, 25 სექტემბერი, 10:49
მართალი ხარ, არც უნდა შეურიგდეს მასეთს!
2013, 25 სექტემბერი, 10:47
ისე რა წაიღეს ტვინი არუნდა გოგოს ეს მოღალატე ქმარი და რა შეჭამეს ? :) იგულავა,გაერთო და ეხლა მოუნდა ცოლთან დაბრუნება :) იმ ქალების მიკვირს ვინ პატიობენ და ითმენენ ათას საზიზღრობას.
0 1 3