შოუბიზნესი სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს: "მანამდე გეფიქრა სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო!!!" 2013, 20 სექტემბერი, 10:20 "ორთაბრძოლები" ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის გრძელდება, რისთვისაც ფეისბუქი მათთვის საუკეთესო ბრძოლის ასპარეზად ითვლება. ამგვარად დაიწყო მორიგი "ორთაბრძოლა" სალომე გოგიაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს შორისაც. სალომემ ნინა რუს მომღერალს, პლასტიკური ოპერაციების მსხვერპლს, სერგეი ზვერევს შეადარა და თავისი ფეისბუქის გვერდზე ატვირთა, რასაც სალომეს მეგობრების მხრიდან ნინას დაცინვა მოყვა. ამ ყველაფერს ნინამ, თბილი სიტყვებით უპასუხა და ბედნიერება უსურვა სალომეს სალომე გოგიაშვილმაც არ დააყოვნა პასუხი და თავის გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: "ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო!! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა??? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის პაესტკა? და ერთს დავამატებდი, ამდენ სითბოს სანამ გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო!!! იმედია მომავალში კიდე ვინმე შენი ძალიან ახლობელი მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით!" ჯერ-ჯერობით ნინას ამ სტატუსზე არ უპასუხია. მაგარმ საინტერესოა, ვის ქმარს გულისხმობს სალომე? 467 4-ს მოსწონს
|