შოუბიზნესი რა აჩუქა ალა პუგაჩოვამ ქეთა თოფურიას ქორწილში 2013, 19 სექტემბერი, 11:24 ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გაიმართა ქეთა თოფურიას და ლევ გეიჰმანის ზღაპრული ქორწილი. ერთ-ერთ ყველაზე საპატიო სტუმრად ქორწილში ითვლებოდა რუსეთის ესტრადის პრიმადონა, ალა პუგაჩოვა. ახლა უკვე ცნობილია თუ რა აჩუქა ალამ ქეთას. სტუმრები ცდილობდნენ, რომ რაიმე განსაკუთრებული და უჩვეულო საჩუქარი ეჩუქებინათ ახალდაქორწინებული წყვილისთვის. ასე, მაგალითად ჯგუფმა "დისკოტეკა ავარია"-მ წყვილს აჩუქა სკულპტურა ქეთას და ლევის გამოსახულებით, ხოლო რუსმა ტელეწამყვანმა, მსახიობმა და მოცეკვავემ ლერა კუდრიავცევამ აჩუქა ვაზა ყვავილებისა და ხილისთვის. ალა პუგაჩოვამ ტრადიციას არ უღალატა და უნდოდა ყველაზე ორიგინალური ყოფილიყო და ამიტო წყვილს აჩუქა ანგელოზებიანი ვაზა, რომელიც სიყვარულისა და ოჯახური ჰარმონიის სიმბოლოდ ითვლება. 1364 4-ს მოსწონს
|