სხვა საკვებისგან შექმნილი ეროვნული დროშები 2013, 16 სექტემბერი, 14:31 სიდნეში გამართულ სურსათის საერთაშორისო ფესტივალზე სარეკლამო სააგენტო WHYBIN\TBWA-ს მიერ წარმოდგენილ იქნა საინტერესო სერია, რომელშიც შედიოდა საკვები პროდუქტებისგან შექმნილი სხვადასხვა ქვეყნების დროშები. დროშების საფუძვლად აღებულ პროდუქტები არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის დროშის ფერს შეესაბამება, არამედ მის გასტრონომულ თავისებურებასაც წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ნამუშვრები. იტალია: რეჰანი, მაკარონი, პომიდორი. ![]() ბრაზილია: სალათის ფოთლები, ლაიმი, ანანასი, ხილი. ![]() ინდოეთი: კარი, ბრინჯი, პაპადამი (ინდური პურის ნაირსახეობა). ![]() იაპონია: თინუსი, ბრინჯი. ![]() საბერძნეთი: ზეთისხილი, ყველი ფეტა. ![]() ლიბანი: ლავაში, სალათი ფატუში. ![]() ავსტრალია: ხორცის ღვეზელი, სოუსი. ![]() სამხრეთ კორეა: კიმპაბი, სოუსი. ![]() დიდი ბრიტანეთი: სკონი (ინგლისური პური), ნაღები, ჯემი. ![]() ![]() ჩინეთი: პიტაია (ანუ დრაკონის ხილი), კარამბოლა (ანუ ხილი-ვარსკვლავი). ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 158 7-ს მოსწონს
|