კინო სკანდალების მოყვარული დემი მურის მორიგი სიყვარულის ისტორია 2013, 14 სექტემბერი, 8:34 ორი წელი გავიდა მსახიობ ეშტონ კატჩერთან სკანდალური განშორების შემდეგ, მაგრამ ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური კვლავ "ირგებს" ცხოვრებას და ახალ სასიყვარულო ურთიერთობებში ერთვება. ამჟამად მისი სამიზნე გახდა ყოფილი შეყვარებულის - 31 წლის ამერიკელი ჰარი მორტონის 66 წლის მამა პეტერ (იგივე პეტრე) მორტონი, რომელიც ლინდა ევანგელისტას ცოტა ხნის წინ დაშორდა.როგორც დასავლური პრესა გვატყობინებს, ბოლო დროს მსახიობი და პეტერ მორტონი ყველგან ერთად ჩნდებიან. ვარსკვლავი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მორტონის მსგავსი მამაკაცით მოიხიბლებოდა, მაგრამ - " მას განსაკუთრებული ქარიზმა აქვს, ის ჩემი სულიერების მასწავლებელია და მე ის მართლაც მომეწონა და შემიყვარდა" - აცხადებს სკანდალების მოყვარული დემი მური და თან მადლობას უხდის პიტერს ყველაფრისთვის.
აღსანიშნავია, რომ დემი მური ჯერ კიდევ მაისის თვეში მორტონ უმცროსზე (რომელსაც მდიდარ "მაჩოდ" მოიხსენიებდა ყვითელი პრესა)იყო უზომოდ შეყვარებული, რომელიც 19 წლით პატარაა მსახიობზე. ისინი 6 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომლებმაც რომანი ზუსტად მაისის თვეში დაასრულეს და ახლა კარგი მეგობრები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი მორტონი წინააღმდეგი არ არის საკუთარ მამასა და ყოფილ შეყვარებულს შორის განვითარებული ურთიერთობისა და გარდა ამისა ისიც გახდა ცნობილი, რომ დემის უფროსი ქალიშვილიც მხარს უჭერს დედის ახალ კავშირს ჰარი მორტონის მამასთან( მოგეხსენებათ, მორტონ უმცროსისა და დემის უფროსი ქალიშვილის სკანდალური რომანის ისტორია). შეგახსენებთ, რომ დემი მურმა თავის იურიდიულ მეუღლესთან ეშტონ კატჩერთან ოფიციალური გაშორება ახლახანს მოახერხა.რამდენიმე დღის წინ კი ისინი კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ეპიცენტრში, როცა პაპარაცებმა ლოს - ანჟელესის აეროპორტში "ყოფილები" კვლავ ერთად დააფიქსირეს. რაც შეეხება მსახიობის ახალ რჩეულს, მორტონ უფროსი ფრიად მოხიბლულია მსახიობით და გადაწყვეტილება იმდენად დამაჯერებელია, პეტერ მორტონმა ვარსკვლავი ოჯახსაც კი წარუდგინა გასაცნობად. 47 10-ს მოსწონს 1-ს არა
|