საზოგადოება 27 წლის მასწავლებლის და 17 წლის მოწაფის სკანდალური სიყვარულის ამბავი 2013, 12 სექტემბერი, 10:45 ბრიტანეთში დიდი სკანდალი მოჰყვა ქალაქ დამფრის სკოლაში განვითარებულ მოვლენებს, 27 წლის მასწავლებელი 17 წლის მოწაფესთან სექსუალური კავშირის გამო განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან, დაკარგა ქმარი და კინაღამ ციხეში ჩაჯდა არასრულწლოვანის გარყვნისთვის, თუმცა ამით ეს ისტორია არ დამთავრებულა, იუწყება Daily Mail-ი.ინტიმური კავშირი მასწავლებელ-მოწაფეს შორის კარგა ხანს გრძელდებოდა, სანამ ერთ დღეს პოლიციელი თავზე არ წაადგა მანქანაში განცხრომაში მყოფ წყვილს.ყველაფერი ეს საღამოობით ხდებოდა, როდესაც სკოლაში დისკოთეკა იმართებოდა ხოლმე.შედეგად, მასწავლებელი ელი დოუსონი განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან და გადაცემული იქნა სასამართლოს, იგი შეყვანილი იქნა ნაციონალურ სექსუალურ დამნაშავეთა სიაში, ქმარი გაეყარა, ამასთანავე იგი ბეწვზე გადაურჩა ციხეს.ყოფილმა მასწავლებელმა ბარში დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე პოლიციას მიაკითხეს მოწაფე მეთიუ რობინსონის მშობლებმა, მათ განაცხადეს, რომ სახლში კამათი მოუვიდათ და მეთიუ სახლიდან გაიქცა და გადაბარგდა თავის საყვარელ მასწავლებელთან, თუმცა პოლიცია და ნათესავები უკვე უძლურები არიან მოიმოქმედონ რაიმე წყვილის წინააღმდეგ, რადგან მეთიუ უკვე 18 წლის გახდა, ანუ უკვე სრულწლოვანია. 1816 14-ს მოსწონს
|