სხვა გასაოცარი ფაქტი: ნიგერიაში მეთევზეებმა ნამდვილი ქალთევზა დაიჭირეს 2013, 11 სექტემბერი, 22:38
მისი თქმით, იგი ყოველთვის ყიდულობდა თევზს ადგილობრივი მეთევზეებისგან, ასუფთავებდა და ამზადებდა გასაყიდად. ახლაც ასე მოიქცა. "მე პირდაპირ შოკირებული ვიყავი, როცა ერთ-ერთი თევზი წყალში გაცოცხლდა და მოძრაობა დაიწყო" - გვიყვება ის. ქალი კი იმან გააოცა, რომ თევზს ნახევარი სხეული ადამიანის ჰქონდა. ეს ფაქტი გამყიდველი ქალის მამამ, ამჟამად პენსიონერმა პა რაუფ სემოუმაც დაადასტურა და დაამატა, რომ ამ ხნის კაცია და ასეთი საოცრება არასდროს უნახავს. "ეს დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. მე ჩემი ქალიშვილის ყვირილი შემომესმა. ის ისე ხმამაღლა გაჰკიოდა, რომ გარშემო უამრავი ხალხი მოგროვდა. ჩემი თვალით დავინახე წყალში უცნაური არსება. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს გაყინული ადამიანი ცოცხლდებოდა. ეს სიტყვებით ძნელი ასახსნელია". შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მოვიდნენ. მათ დაშალეს ხალხის ბრბო და ქალთევზა და თევზის გამყიდველი ქალი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში წაიყვანეს. ამ საოცარი თევზის შემდგომი ბედი უცნობია... 428 8-ს მოსწონს
|