x
image
worldsport.ge
იგუაინმა "რეალიდან" წასვლის მიზეზი ახსნა

imageარგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა La Sexta-თან მადრიდის "რეალიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
"რეალში" ყოფნის დროს რიგ მომენტებში ხან ძალიან ბედნიერი ვიყავი, ხანაც უბედური. არ მქონდა ბევრი სათამაშო დრო, თუ ერთ მატჩს კარგად ჩავატარებდი, მეორეში სათადარიგო ვიყავი ან კიდევ, ბენზემა იწყებდა მატჩს და ველოდებოდი მოედანზე გასვლის შანსს. ახლიდან მიწევდა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება. მადრიდელი გულშემატკივრების მადლიერი კი ყოველთვის ვიქნები, ისინი ჩემს მიმართ სითბოს არ იშურებდნენ".
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელში "ნაპოლიმ" 40 მილიონი ევრო გადაიხადა. არგენტინელმა მადრიდის "რეალში" შვიდი სეზონი გაატარა და 190 მატჩში 107 გოლი გაიტანა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0