კინო სანდრა ბალოკის პატარა ლუის მსახიობ ჯორჯ კლუნის გარეშე დიდხანს არსებობა არ შეუძლია 2013, 10 სექტემბერი, 15:23
ამჟამად კი ჯორჯ კლუნმა ახლო ბოლო დროს ჯორჯ კლუნი ძალიან დაუახლოვდა სანდრა ბალოკის სამი წლის შვილს - ლუის.ისინი ფილმ "გრავიტაციის" გადაღების დროს დაუახლოვდნენ ერთმანეთს, სადაც სანდრას ყოველთვის დაჰყავდა პატარა შვილი. ახლა კი მისი მცირეწლოვანი მეგობრების ჩამონათვალი გაიზარდა ლუის სახით. როგორც მსახიობი სანდრა ბალოკი ერთ - ერთ ინტერვიუში აცხადებს, მის სამი წლის ვაჟს არც ერთი წუთი არ შეუძლია ჯორჯის გარეშე და იმასაც დასძენს, რომ თუ ლუი არჩევანის წინაშე დასვამს საკითხს ჯორჯსა და ფილმის დირექტორს - ალფონსო კუარონს შორის, სანდრა აუცილებლად ჯორჯ კლუნზე შეჩერდება.მოგეხსენებათ, სანდრა ბალოკმა ბიჭუნა 2010 წელს აიყვანა გასაზრდელად, როდესაც ის ჯესი ჯეიმსონს დაშორდა.ცნობისათვის, სანდრა და ჯორჯი ბოლო 20 წელია მეგობრობენ და თითქმის ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. 84 10-ს მოსწონს
|